logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: სამწუხაროდ ჯერ კიდევ გვყავს ქუჩის ოპოზიცია და ეს ქუჩური, ოპოზიციური მოძრაობის სტერეოტიპებიდან ვერ გამოვედით, ეს არის უკიდურესად სამწუხარო
გიორგი გახარია: სამწუხაროდ ჯერ კიდევ გვყავს ქუჩის ოპოზიცია და ეს ქუჩური, ოპოზიციური მოძრაობის სტერეოტიპებიდან ვერ გამოვედით, ეს არის უკიდურესად სამწუხარო
22:16 06.11.2020
ჩემს პერსონალურ აზრს მოგახსენებთ, ჩვენი პასუხისმგებლობა იყო ის, რომ ჩვენ ყველაფრისთვის უნდა ვყოფილიყავით მზად. სამწუხაროდ, და მე აქ არ ვგულისხმობ ყველას, სამწუხაროდ ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს ქუჩის ოპოზიცია და ეს ქუჩური, ოპოზიციური მოძრაობის სტერეოტიპებიდან ვერ გამოვედით, ეს არის უკიდურესად სამწუხარო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედზე“ ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, რაც უფრო მეტი კრიზისი იქნება უკეთესია ოპოზიციისთვის, რაც უფრო მეტი ვირუსის გავრცელება იქნება უკეთესია ოპოზიციისთვის, რაც უფრო მეტი პრობლემები იქნება სხვადასხვა სახელმწიფო სისტემებში პოლიცია იქნება ეს, სამედიცინო სიტემა იქნება, ჯარი იქნება - უკეთესია ოპოზიციისთვის.

„ეს ჩვენი დემოკრატიული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ადგილია და მძიმე გამოწვევა. ეს, რაც ახლა ხდება ესეც უნდა გავიაროთ. ჩვენმა მოქალაქეებმა ესეც უნდა დაინახონ, ესეც ჩვენი მოსახლდელია, როდესაც გლობალური პანდემიის პირობებში, გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში, როდესაც ასეთი გამოწვევებია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის, იმის მაგივრად, რომ ჩვენ გავერთიანდეთ ჩვენ ახლა უბრალოდ ვუყურებთ ელემენტარულ დესტრუქციულ, პროვოკაციულ ქმედებებს, რომლის მიზანიც ნათელია და ზედაპირზეა. რაც უფრო მეტი კრიზისი იქნება უკეთესია ოპოზიციისთვის, რაც უფრო მეტი ვირუსის გავრცელება იქნება უკეთესია ოპოზიციისთვის, რაც უფრო მეტი პრობლემები იქნება სხვადასხვა სახელმწიფო სისტემებში პოლიცია იქნება ეს, სამედიცინო სიტემა იქნება, ჯარი იქნება - უკეთესია ოპოზიციისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, არავის მისცემს იმის უფლებას, რომ საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან, ხელისუფლების ჟინიდან გამომდინარე ქვეყანა ვინმემ დაანგრიოს.

„საბოლოო ჯამში დაზიანებული სახელმწიფო და დაზიანებული სახელმწიფო ინსტიტუტები, რატომღაც კრიზისში მყოფი დღეს ემთხვევა ოპოზიციის ინტერესებს და ამას ეს ხალხი არ მალავს. ჩვენ ვამბობთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, ეს არის ჩვენთვის წითელი ხაზი, წითელი ხაზი არის იქ, სადაც გადის საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობა, საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობა და სიძლიერე, ჩვენ არავის არ მივცემთ იმის უფლებას, რომ საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან, ხელისუფლების ჟინიდან გამომდინარე ქვეყანა ვინმემ დაანგრიოს. მე მინდა ყველას მივცე 100%-იანი გარანტია, რომ ამის საშუალებას არ მივცემთ არავის და ამის საშუალებას ჩვენც არ მოგვცემს ქართველი ხალხი და ამომრჩეველი, რომელმაც ასეთი ბრძნული არჩევანი გააკეთა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა