logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: მმართველი ძალის პასუხისმგებლობაა, შევძლოთ და ვიპოვოთ გზები, რომ  ერთად მოვუაროთ ქვეყანას, მაგრამ არსებობს წითელი ხაზები - სახელმწიფო და ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობა, რომელზე გადასვლაც ვერავის ვაპატიებთ
გიორგი გახარია: მმართველი ძალის პასუხისმგებლობაა, შევძლოთ და ვიპოვოთ გზები, რომ ერთად მოვუაროთ ქვეყანას, მაგრამ არსებობს წითელი ხაზები - სახელმწიფო და ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობა, რომელზე გადასვლაც ვერავის ვაპატიებთ
22:10 06.11.2020
რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობაა ეს ოპოზიციაც და ის ადამიანებიც, რომლებმაც მათ ხმა მისცეს და მმართველი ძალის პასუხისმგებლობა სწორედ ის არის, რომ შევძლოთ და ვიპოვოთ სწორედ ის გზები და ის სიტყვები, რომლებიც მოგვცემს შესაძლებლობას, ერთად მოვუაროთ ქვეყანას და ერთად გამოვიყვანოთ ქვეყანა მიმდინარე კრიზისიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედზე“ ჩართვისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მარტივი ელემენტარული ფასეულობები და პლატფორმა, რაზეც შეთანხმება უნდა შედგეს არის ის, რომ ყველამ ერთად უნდა შეიტანოს წვლილი ვირუსთან ბრძოლაში და არა ვირუსის გავრცელებაში.

„ჩვენ ყველამ ერთად წვლილი უნდა შევიტანოთ ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში და არა ეკონომიკური კრიზისის გავრცელებაში. ჩვენ ყველამ ერთად წვლილი უნდა შევიტანოთ დღეს, კრიზისისა და რეგიონში მწვავე კონფლიქტის პირობებში, რომელიც ტურბულენტობას ისედაც ზრდის, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაში და არა დასუსტებაში და ეს ის პლატფორმაა, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია, ნებისმიერ ადამიანს ველაპარაკოთ. ეს არის ის პლატფორმა, რაზე სასაუბროდაც დავალება მოგვცა ჩვენ ჩვენმა ამომრჩეველმა, მაგრამ არსებობს წითელი ხაზები და ეს წითელი ხაზი არის ერთადერთი - სახელმწიფო და ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობა, რომელზე გადასვლაც რა თქმა უნდა, ჩვენ ვერავის ვაპატიებთ. ესეც ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი სახელმწიფოს, სახელმწიფო ინსტიტუტების ინტერესები და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა დავიცვათ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა