logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: ფაქტებით დადასტურდა, რომ არავითარ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია და უმრავლეს შემთხვევაში, მხოლოდ ტექნიკური ტიპის ხარვეზებთან გვქონდა საქმე
მამუკა მდინარაძე: ფაქტებით დადასტურდა, რომ არავითარ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია და უმრავლეს შემთხვევაში, მხოლოდ ტექნიკური ტიპის ხარვეზებთან გვქონდა საქმე
16:57 06.11.2020
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომ გამართულად და დემოკრატიულად ჩატარდა, ეს მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა - ამის სესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს, დარღვევებთან დაკავშირებით შემოვიდა მინიმალური რაოდენობის საჩივრები. საჩივრები კამპანიურად, მასობრივად იქნა შეტანილი ცესკოში მხოლოდ მას შემდეგ, რაც არჩევნების პირველადი შედეგებით ცხადი გახდა, რომ “ქართულ ოცნებას” ამ არჩევნებში ჰქონდა აშკარა უპირატესობა.

"კანონიერი პროცედურების დაცვით შედგენილი, დასაბუთებული რამდენიმე ასეული საჩივრიდან, უმეტესობა ერთი და იგივე ფაქტს ეხებოდა, უბრალოდ სხვადასხვა ორგანიზაციის მხრიდან იყო ეს საჩივრები შეტანილი.

ამ საჩივრებით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლინდა 100-მდე პრობლემატური უბანი, რის დაზუსტება და გარკვევაც ვერ მოხდა ოქმებით. ცესკომ მიიღო ამასთან დაკავშირებით უპრეცედენტო გადაწყვეტილება და 20-მდე, 19 დღეის მდგომარეობით ასეთი უბანი ხელახლა იქნა გადათვლილი. გადათვლის შედეგად, რომელსაც ყველა ეს არასამთავრობო ორგანიზაცია და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, არანაირი გაყალბების კვალი და არანაირი მნიშვნელოვანი დარღვევა, მითუმეტეს რასაც შეიძლებოდა უპირატესობა მიენიჭებინა მმართველი პარტიისთვის, ასეთი არ დაფიქსირებულა.

მეტიც, რაც არ უნდა ირონიულად ჟღერდეს და პარადოქსული იყოს ვიღაცის წარმოდგენაში, გადათვლის შედეგად, მცირედით გაუმჯობესდა კიდეც მმართველი პარტიის შედეგები. მე შემიძლია გითხრათ, რომ მაგალითად ბათუმში იყო უბანი, სადაც მმართველ პარტიას ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ ხმები დაკლებული, თუ არ ვცდები 13 ხმაზეა საუბარი.

და ამ ყველაფერს ესწრებოდნენ და ეთანხმებოდნენ პრაქტიკულად იმიტომ, რომ პრეტენზიები შიგნით, გადათვლის დროს არ განუცხადებიათ ოპოზიციის და იმ პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც პარალელურად საოლქო კომისიების შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე მიტინგს და დესტრუქციას აწყობდნენ.

შესაბამისად, კიდევ ერთხელ, ფაქტებით დადასტურდა, რომ არავითარ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია და უმრავლეს შემთხვევაში, მხოლოდ ტექნიკური ტიპის ხარვეზებთან გვქონდა საქმე.

ამ პროცესში, ყველაზე მთავარი ის არის, რომ რადიკალური ოპოზიცია სიყალბის დასამტკიცებლად სიყალბეს იყენებს და სიყალბით ცდილობს მოგონილი სიყალბის დამტკიცებას.

ამისთვის, მიტინგების პარალელურად, „ნაციონალურ მოძრაობას“ ფეისბუქზე შექმნილი აქვს გვერდი, ჩვენ შეგვიძლია ასეთი მაგალითი მოვიყვანოთ და ამ გვერდს ჰქვია „გაყალბებული ოქმები“, სადაც მოქალაქეები სიყალბის გაბათილებას და არგუმენტებით კამათს ცდილობენ, თუმცა მსგავსი კომენტარები მაშინვე იშლება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მათი ამოცანა მხოლოდ და მხოლოდ სიცრუის გავრცელება და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანაა. ბრიფინგის შემდეგ შემიძლია, მედიას მოგაწოდოთ ე.წ ,,სქრინები“ იმასთან დაკავშირებით, როგორ იშლება ყველა არგუმენტი, რომელიც აბათილებს მათ სიცრუეს - ასეთი არის ათობით და ასობით.

აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი არ არის საზოგადოებისთვის რეალური სურათის ჩვენება, სიმართლის დადგენა და არჩევნების ობიექტური შედეგის მიღება, არამედ მათი მიზანია, რომ არჩევნები გამოიყენონ საბაბად და შეცდომაში შეიყვანონ მოსახლეობა, თითქოს რაიმე გაყალბებას ჰქონდა ადგილი და ამის საფუძველზე თავიანთი აზრით, რევოლუციური სცენარის განვითრებისთვის ქმნიან, მათი აზრით რა თქმა უნდა საფუძველს, რაც არ გამოუვათ.

დასასრულ, გვსურს, მადლობა გადავუხადოთ თითოეულ პოლიციელს, რომლებიც ხმების დათვლის პარალელურად მართლწესრიგს იცავდნენ და რადიკალური ძალების დესტრუქციული ქმედებები კანონით დადგენილი ნორმებით, მოთმინებითა და მაქსიმალური პროფესიონალიზმით აღკვეთეს.

გესმით ალბათ, რომ ძალიან რთულია, მითუმეტეს პანდემიის პირობებში, როდესაც ყოველგვარი რეგულაციის დაცვის გარეშე, პირბადეების გარეშე მათ ესაუბრებიან , პრაქტიკულად ძალადობენ და ძალადობის ზღვარზე გადიან და შეურაცხყოფის ზღვარზე გადიან, სპეციალურად ესეც, მომიტინგეები, ამ დროს პოლიციელს უწევს განსაკუთრებული თმენის ვალდებულების გამოჩენა და პოლიციელს უწევს მართლწესრიგის დაცვა ასეთ რთულ პირობებში, რისთვისაც ბუნებრივია თითოეულ მათგანს ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ" - განაცხადა მდინარაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა