logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი ვოლსკი: სააკაშვილი მუდმივად გვეუბნება, რომ არეულობა უნდა მოხდეს და დაინგრეს ყველაფერი, ვინაიდან არჩევნების გზით არ შეიძლება ხელისუფლება შეიცვალოს
გიორგი ვოლსკი: სააკაშვილი მუდმივად გვეუბნება, რომ არეულობა უნდა მოხდეს და დაინგრეს ყველაფერი, ვინაიდან არჩევნების გზით არ შეიძლება ხელისუფლება შეიცვალოს
17:54 05.11.2020
„სამწუხარო ფაქტია, რომ უკვე დიდი ხანია ამაზე ვლაპარაკობთ თუ როგორ მზადდება და როგორი ენერგიით იტვირთება ვითომ საპროტესტო და სინამდვილეში რევოლუციური პროცესები“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში საარჩევნო უბნებთან მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით.

„ვინმეს გაყალბება რომ ნდომოდა, დაშვების დონეზეც არ მინდა ამაზე ლაპარაკი, თუმცა შეედავებოდა ვინმე მაგალითად, საბურთალოზე დავით სერგეენკოს გამარჯვებას, რომელმაც რადიკალურად შეცვალა საქართველოს ისტორია და ამდენი ხალხი სასიკვდილო სარეცელიდან ააყენა. ან თუნდაც ჩემს გამარჯვებას - რატომ მაქვს 43% და რატომ არ მაქვს მაგალითად, 53 ან 48%? შენიშვნები არის, მაგრამ მთლიანობაში დასკვნა არის ერთი, რომ არჩევნებისთვის ყველა პირობა იყო შექმნილი და ადამიანებმა თავისი ნება თავისუფლად გამოხატეს“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელთა გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ მიზანს დაუმორჩილებლობის ტალღის აგორება წარმოადგენს, რადგან იციან, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებას ვერ შეცვლიან.

„2014 წლიდან მიმდინარეობს ჩემი დაკვირვება ყველა განცხადებაზე, რასაც სააკაშვილი მუდმივად გვეუბნება, რომ არეულობა უნდა მოხდეს და დაინგრეს ყველაფერი, ვინაიდან არჩევნების გზით არ შეიძლება ხელისუფლება შეიცვალოს. საზოგადოებაში წითელი ხაზის გავლება და ანტაგონიზმი ვისი ხელწერაც იყო ხომ ვნახეთ! სისხლისღვრას ვინ გეგმავდა ხომ მოვისმინეთ ყველამ. ქართველ ხალხს დედას ვინ აგინებდა, ხომ მოვისმინეთ! ხომ ვხედავთ რაც ხდება, ვინ ვისი ენით ლაპარაკობს და ვინ რას მოუწოდებს. იმის განცხადება ახლა, რომ სააკაშვილმა კოვიდ-19 გადაიტანა და აუცილებელი არ არის ხალხი დაემორჩილოს რეგულაციებს, მიტინგებზე გავიდეს და ხმაც უნდა დაიცვას. ამათ სხვა თემა აქვთ მხედველობაში - დაუმორჩილებლობის ტალღა წავიდეს, რადგან ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ხედავენ თუ რა ხდება, რეალურად გაცილებით მეტია ვიდრე რევოლუციურად განწყობილი ლიდერების გარშემო შემოკრებილი ადამიანები. მათ შორის, ოპოზიციის მხარდამჭერებიც ბევრნი არიან, რომლებიც ამ სისხლიან სცენარს არანაირად არ გაყვებიან, რადგან არ აქვთ ამის საფუძველი“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა