logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
კახა კალაძე: დღეს სახელმწიფო თავის მოქალაქეებზე მზრუნველი და დამხმარე გახდა, უსმენს ადამიანებს და ყველაფერს აკეთებს შესაძლებლობის ფარგლებში
კახა კალაძე: დღეს სახელმწიფო თავის მოქალაქეებზე მზრუნველი და დამხმარე გახდა, უსმენს ადამიანებს და ყველაფერს აკეთებს შესაძლებლობის ფარგლებში
23:02 28.10.2020
“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანი, კახა კალაძე ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიხეილ ყაველაშვილის წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"კარგად იცით, რომ წლების მანძილზე არა მხოლოდ ნაძალადევის რაიონი, არამედ მთელი თბილისი მთლიანად იყო მიტოვებული. ადამიანებს არ ჰქონდათ განვითარების შესაძლებლობა, დამკვიდრებული იყო უიმედობა და სრული ნიჰილიზმი. 2012 წლის შემდეგ სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა უკეთესობისკენ.

დღეს სახელმწიფო თავის მოქალაქეებზე მზრუნველი და დამხმარე გახდა, უსმენს ადამიანებს და ყველაფერს აკეთებს თავის შესაძლებლობის ფარგლებში.

რადგან დღეს ჩვენ ნაძალადევის რაიონში ვიმყოფებით, მე როგორ ქალაქის მერს, არ შემიძლია არ აღვნიშნო ბოლო წლების განმავლობაში გაკეთებული ძალიან კარგი პროექტები. დღეს ჩვენ ვიმყოფებით კიკვიძის პარკში და ყველას კარგად გვახსოვს, წლების განმავლობაში აქ რა მდგომარეობა იყო და რა უმძიმესი სიტუაცია სუფევდა. თუმცა, დღეს მართლაც თვალს და გულს უხარია არსებული მდგომარეობა. ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავასრულეთ ამ პარკის სრული რეაბილიტაცია და უბედნიერესი ადამიანი ვარ იმით, რომ ყოველდღიურად უამრავი ახალგაზრდა, ყველა ასაკის ადამიანი სარგებლობს ამ რეკრეაციული სივრცით, რომელიც ძალიან მნიშნელოვანია ნაძალადევის რაიონისთვის.

ასევე დღეს მინდა გავახმაურო სიახლე ერთ ძალიან მნიშნელოვან პროექტთან დაკავშირებით, რომელსაც ვფიქრობ, ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება. მხედველობაში მაქვს თემქის ხევის რეაბილიტაცია- განახლება. პროექტი უკვე მზად არის, შერჩეული გვყავს სამშენებლო კომპანია, ტენდერში გამარჯვებული, ვინც უშუალოდ დაიწყებს სამუშაოების განხორციელებას. დაახლოებით 35 მილიონი ლარი დაჯდება და ორი წლის განმავლობაში მთლიანად პროექტი იქნება დასრულებული, განახლებული და ქალაქს შეემატება კიდევ ერთი ძალიან მაგარი, რეკრეაციული, დასასვენებელი სივრცე, რომელიც 25 ჰექტარზე იქნება გადაჭიმული.

ეს ყველაფერი მეტყველებს ჩვენს მიდგომასა და დამოკიდებულებაზე, თუ როგორი გვინდა იყოს ჩვენი ქალაქი, როგორი გვინდა იყოს ხვალინდელი თბილისი. ჩვენთვის არ არსებობს პრიორიტეტული უბნები და რაიონები, ჩვენთვის ყველა უბანს, ყველა ქუჩას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და ბიუჯეტის გადანაწილება ხდება თანაბრად.

აქაც ძალიან მარტივი სტატისტიკა მინდა მოვიყვანო. 2014 წელს ნაძალადევის რაიონის ბიუჯეტი დაახლოებით 13- 14 მილიონი იყო, დღეს 24-25 მილიონია და რა თქმა უნდა, მომდევნო წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქალაქში ცხოვრება ყველასათვის იყოს კომფორტული. საზოგადოებრივი ტრანსპროტის განახლება, ინფრასტრუქტურული პროექტები, რა თქმა უნდა, მომდევნო წლებშიც გაგრძელდება, მაგრამ ამასთანავე არ უნდა დაგვავიწყდეს, მე არ მავიწყდება და ძალიან კარგად ვიცი ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს ნაძალადევის რაიონს.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი მაგარი პროექტი გაკეთდა, ბევრი გზა დაიგო, შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, ჯერ კიდევ არსებობს ქუჩები, ჯერ კიდევ არსებობს ისეთი უბნები, სადაც სერიოზული პრობლემები გვაქვს. გვაქვს შენობა- ნაგებობები, რომელთაც სჭირდება გამაგრებითი ღონისძებები. არსებობს ქუჩები, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციებია მოსაწერიგებელი, კეთილმოწყობა არის გასაკეთებელი, ახალი ბაღებია ასაშენებელი.

მინდა, ასევე დავავანონსო მანჯგალაძის ქუჩის რეაბილიტაცია, რომელიც წლის ბოლოს დაიწყება და მომდევნო წელს მთლიანად დასრულდება.

მეგობრებო, ის რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ - ქვეყნის განვითარება, ქალაქის განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა, რა თქმა უნდა, მშვიდობის, სიმშვიდის და სტაბილურობის გარეშე შეუძლებელია იყოს მიღწევადი. ამიტომ, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც რეალურად აქვს იმის უნარი, აქვს იმის ძალა, რომ ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა, სიმშვიდე და ქვეყნის სწრაფი განვითარება, ეს არის „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“.

ჩვენ გამარჯვებამდე დაგვრჩა 3 დღე. უნდა დავირაზმოთ ყველანი და ხმა უნდა მივცეთ ქვეყნის განვითარებას, ქვეყნის წინსვლას, აღმშენებლობასა და გამარჯვებას.

ერთად საქართველოს წარმატებისთვის!" - განაცხადა კალაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა