logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
დასაქმების პროგრამა ისნის რაიონის მოსახლეობისთვის - რას გეგმავს დეპუტატობის კანდიდატი უმუშევრობის შესამცირებლად
დასაქმების პროგრამა ისნის რაიონის მოსახლეობისთვის - რას გეგმავს დეპუტატობის კანდიდატი უმუშევრობის შესამცირებლად
13:53 27.10.2020
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიურლი საქართველოს“ ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, კახა კახიშვილი ისნელებს დასაქმების პროგრამას სთავაზობს, რომელიც რაიონში უმუშევრობის დონის შემცირების გარდა მოსახლეობაში საკუთარი უბნის ინფრასტრუქტურის მოვლა - მოფრთხილების მოტივაციის ამაღლებას ისახავს მიზნად.

რას სთავაზობს კონკრეტულად დეპუტატობის კანდიდატი თავის ამომრჩევლებს, ამის შესახებ კახა კახიშვილი საინფორმაციო სააგენტო NEWSPRESS.GE - ს კითხვებს პასუხობს:

- ბატონო კახა, რას გულისხმობს თქვენი პროგრამა ისნის რაიონში მცხოვრები ხალხის დასაქმების შესახებ?

- პროგრამა, რომლის პრეზენტაციაც უკვე გავმართეთ, ისნის რაიონში იმ ადამიანების დასაქმების ხელშეწყობას გულისხმობს, რომლებიც ამა თუ იმ პროფესიას ფლობენ და დღეს დასაქმების პრობლემა აქვთ. ინიციატივის თანახმად, ისნის რაიონის მაცხოვრებლებს საშუალება ექნებათ დასაქმდნენ მათსავე უბანში, გაუჩნდეთ შემოსავალი და საკუთარი საცხოვრებელი გარემოს განვითარებაში წვლილი შეიტანონ.

პროექტის მიხედვით, შეიქმნება სპეციალური ვებგვერდი HRisani.ge, სადაც ისნის რაიონში მცხოვრები მოქალაქეები დარეგისტრირდებიან და საკონტაქტო მონაცემებს და პროფესიას განათავსებენ.

შემდგომ კი, როდესაც რაიონის მასშტაბით განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის შესაბამისი სტრუქტურა ტენდერს გამოაცხადებს, ერთ-ერთი სატენდეტო აუცილებელი პირობა სწორედ ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული რაოდენობის დასაქმება იქნება. შესაბამისი პროფესიისა და კვალიფიკაციის ადამიანების მოძებნა კი დამსაქმებელს სწორედ აღნიშნულ ვებ გვერდზე შეეძლება. პროგრამა უკვე გავაცანი იმ კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც დედაქალაქში და რაიონში ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებენ.

- რაც შეეხება ადამიანებს, რომლებსაც რაიმე კონკრეტული პროფესია არ აქვთ, ან აქვთ, მაგრამ ეს პროფესია ბაზარზე მოთხოვნადი არაა?

- სწორედ ამ მიზნით, ზემოთხსენებულ ვებ გვერდზე, დასაქმების მსურველთა ელექტრონულ ბაზასთან ერთად, განთავსდება პროფესიული სასწავლებლების ბმულებიც, რაც საშუალებას მისცემს ადამიანებს დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას და მომავალში დასაქმების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გაუჩნდეთ.

თუმცა, აქვე გეტყვით, რომ ეს პროექტი მხოლოდ დასაქმებას არ გულისხმობს. გარდა იმისა, რომ ეს იქნება ახალგაზრდებისთვის, პენსიონერებისთვისა თუ დროებით უმუშევრებისთვის ფინანსური წახალისება, ასევე, გახდება მოტივაცია უფრო მეტად გაუფრთხილდნენ და მოუარონ საკუთარ საცხოვრებელ სივრცეში არსებულ ინფრასტრუქტურას, რომელიც უშუალოდ მათი მონაწილეობით, მათი შრომით შეიქმნება; ეს იქნება სკვერი, გზის საფარი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დანიშნულების ობიექტი თუ სხვა რამ.

მაგალითად, თუ ადამიანი ფიქრობს, რომ სკვერის თუ საბავშვო-გასართობი ობიექტების დაზიანება მისი პრობლემა არაა და მთავრობა ხვალ ან ზეგ მას მაინც შეაკეთებს, მერე, როცა ეს ობიექტები მისი შრომით იქნება შექმნილი, ამას სხვანაირად შეხედავს და დაზიანების ფაქტის მიმართ გულგრილი არ იქნება.

- როგორც განაცხადეთ, ამ პროგრამის შესახებ უკვე გააცანით იმ კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც თბილისში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებენ; როგორ შეხვდნენ ეს კომპანიები თქვენ ინიციატივას...

- კომპანიების წარმომადგენლებმა დასაქმების ვებ გვერდის იდეას მხარი დაუჭირეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი პროექტი მათთვისაც მისაღებია, რადგან ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა ხელობის მქონე პროფესიონალი კადრების მოძიება უჭირთ. პროექტის განხორციელების შემდეგ კი გაუადვილდებათ ერთიან ბაზაში თანამშრომლების მოძიება და რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება მათთვისაც მომგებიანი იქნება.

- ვებ გვერდი როდის ამოქმედდება, ანუ კონკრეტულად დასაქმების პროგრამას როდის დაიწყებთ?

- პროგრამის განხორციელება არჩევნების შემდეგ მაქსიმალურად მოკლე დროში დაიწყება, რადგან, სამწუხაროდ, როგორც მთელ ქვეყანაში, ასევე ისნის რაიონში, დასაქმების თემა ერთ-ერთ მთავარ და სახელისუფლებო გუნდისთვის პრიორიტეტულ გამოწვევად რჩება.

ნიკოლოზ ეპიტაშვილი - კომპანია „დინ გრუპის“ დირექტორი:

- ეს ძალიან საინტერესო და მისაღები ინიციატივაა, რადგან ქვეყანაში კადრების მოძიება ჭირს. კადრები, რომლებსაც ჩვენ ვასაქმებთ, ზოგი რეგიონში ცხოვრობს, ზოგი კი საკმაოდ მოშორებით იმ ადგილიდან, სადაც კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ვახორციელებთ. ამიტომ, გვიწევს სპეციალისტების ძიება, შემდეგ მათი ტრანსპორტირება და ასე შემდეგ. დეპუტატობის კანდიდატის, კახა კახიშვილის ინიციატივა დაეხმარება კომპანიებს, რომ კადრების ადგილობრივად მოძიება გაგვიადვილდეს, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ტრანსპორტირების პრობლემის მოხსნის გამო დანახარჯები შევამციროთ და დაზოგილი თანხები ხელფასების გაზრდისკენ მივმართოთ.

რას ფიქრობს ისნის რაიონის მოსახლეობა მათი დეპუტატობის კანდიდატის, კახა კახიშვილის ინიციატივაზე, ამ კითხვით სააგენტო newspress.ge - მ მოსახლეობას კითხვით მიმართა:

გიორგი 31 წლის - ისნის რაიონის მაცხოვრებელი:

- მსგავს ინიციატივას მივესალმები და ეს რა თქმა უნდა რაიონში ბევრ ადამიანს დაეხმარება დასაქმებაში. მე პირადად ვმუშაობ, მაგრამ ოჯახის წევრი მყავს უმუშევარი, რომელიც ხელობას ფლობს, თუმცა უკვე რამდენიმე წელია აღარ მუშაობს.

კარინა 43 წლის - ისნის რაიონის მაცხოვრებელი:

- თუ ამას გააკეთებენ ძალიან კარგი იქნება. მარტო ჩემ გარშემო, სამეზობლოში რამდენია, ვინც სამსახურს ეძებს და თანაც სამსახური თუ უბანში იქნება და დრო და გზის ფული არ დაიხარჯება, ამას რა აჯობებს. რა თქმა უნდა, როცა რამე შენი გაკეთებულია იმას უფრო მეტად უფრთხილდები და თუ დაინახავ, რომ ვინმე მას აფუჭებს,უფლებას არ მისცემ.

გიორგი 60 წლის - ისნის რაიონის მაცხოვრებელი:

- ეს ძალიან კარგი რამე იქნება. მე ჯერ საპენსიო ასაკის არ ვარ, მუშაობაც შემიძლია, მაგრამ დღეს უმუშევარი ვარ. თუ ეს პროგრამა ამოქმედდება, ადამიანი საკუთარ უბანში პარკს, სკვერს თუ ატრაქციონს უფრო მეტი გულმოდგინებით, უფრო მეტი სიხარულით გააკეთებს, იმიტომ, რომ იმ გასართობ ადგილზე ხვალ მისმა შვილიშვილმა უნდა ისეირნოს. ეს ინიციატივა რაიონში ძალიან ბევრ უმუშევარ ადამიანს დაეხმარება.




თეონა ქვრივიშვილი


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა