logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი ბერაია: დღეს საქართველოს და ნატოს პრაქტიკული და პოლიტიკური თანამშრომლობის ხარისხი უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა
ირაკლი ბერაია: დღეს საქართველოს და ნატოს პრაქტიკული და პოლიტიკური თანამშრომლობის ხარისხი უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა
22:05 26.10.2020
„დღეს, საქართველოს და ნატოს პრაქტიკული და პოლიტიკური თანამშრომლობის ხარისხი არის უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე. საქართველო ფლობს გაწევრიანების ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს და ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი არის პრაქტიკული ინსტრუმენტების ეფექტიანი იმპლემენტაცია, ალიანსთან პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოში ალიანსის ხილვადობის გაზრდა, როგორც მრავალეროვნული სამხედრო წვრთნებით, მაღალი დონის ვიზიტებით და სამხედო ხომალდების საპორტო ვიზიტებით“,-ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე განაცხადა.

ირაკლი ბერაიას განცხადებით, საქართველოს ჰყავს ძლიერი საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც საქართველოს უჭერენ მხარს თავდაცვითი ძალების გაძლიერებაში. ეს თანამშრომლობა პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერებას, ნატოსთან თავსებადობის გაზრდას, შეკავებას და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვან ინტეგრაციას.

„ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობას. ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მონაწილეობას შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ასევე, ალიანსის მხრიდან, საქართველოს მხარდაჭერის ღონისძიებებში მათ შორის, ჰიბრიდულ თავდაცვაში, შავი ზღვის უსაფრთხოების ინიციატივის ფარგლებში საჰაერო სივრცის უსაფრთხოების რეგიონულ პროგრამაში და რა თქმა უნდა მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებში“,-განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, განსაკუთრებით პრიორიტეტულია მომდევნო წლებში, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მტკიცე, ურთიერთმხარდაჭერაზე დაფუძნებული უპრეცედენტო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება.

„ 2019 წელს, უკვე მეორედ, ხელი მოეწერა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის უსაფრთხოების ჩარჩო შეთანხმებას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და პრიორიტეტულობას. განსაზღვრული არის ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტები და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის მათი წარმატებული განხორციელება. მომდევნო წლებში, ორმხრივი პრიორიტეტების ფარგლებში, საქართველო ჩამოყალიბდება მაღალი მზადყოფნის პარტნიორად, რომელიც იქნება უმნიშვნელოვანესი კონტრიბუტორი როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების განხორციელების მაგრამ ასევე, ექნება პირველ ყოვლისა, საფრთხეების შეკავების ეფექტიანი შესაძლებლობები. ჩვენ თავდაცვის სფეროში განვავითარებთ და კიდევ უფრო გავაღრმავებთ თანამშრომლობას ევროკავშირთან, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივ ფორმატებში და გადავდგამთ აქტიურ ნაბიჯებს ამ ურთიერთობების შემდგომი გაფართოებისთვის და განმტკიცებისთვის“,-განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა