logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის წარმომადგენლობისა და ისტორიული მუზეუმის თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის წარმომადგენლობისა და ისტორიული მუზეუმის თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა
14:26 26.10.2020
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და „ქართული ოცნების” ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე ოზურგეთში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის წარმომადგენლობისა და ისტორიული მუზეუმის თანამშრომლებს შეხვდნენ

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და „ქართული ოცნების” ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის წარმომადგენლობისა და ისტორიული მუზეუმის თანამშრომლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ასევე, დაათვალიერეს ახლადრეაბილიტირებული ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი.

„გურიისთვის ფოლკლორი, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ ჩვენ წლების განმავლობაში ავაშენეთ ფოლკლორის თანამდროვე ცენტრი, სადაც ახალ თაობას ყოველდღიურად გადაეცემა მრავალხმიანი მუსიკა და ეს მემკვიდრეობა. უკვე პრაქტიკულად სრულდება თანამედროვე მუზეუმი, რომლის საშუალებითაც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა განახლებული სახით წარსდგება მნახველების წინაშე და რაც მთავარია, ახალი თაობა იდეალურად შეძლებს წარსულისა და მომავლის დაკავშირებას. ჩვენი გუნდი არის მომავალზე ორიენტირებული, გვაქვს არაერთი საინტერესო პროექტი დაგეგმილი და დარწმუნებული ვარ, რომ რეგიონის განვითარებისთვის, ვასილ ჩიგოგიძესთან ერთად ამ კუთხით მუშაობას აქტიურად გავაგრძელებთ“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„მიხარია, რომ ფოლკლორის ცენტრისა და ისტორიული მუზეუმის სახით, ჩვენი გუნდის ხელშეწყობით ოზურგეთში მასშტაბური პროექტი განხორციელდა. ამ ორი ობიექტით მნიშვნელოვნად გაიზრდება ტურისტული პოტენციალი და ვიზიტორებისთვის მიმზიდველი იქნება. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ თანამშრომლებს და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მათთვის კიდევ ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებ“ - განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა