logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
logo2
logo2
კახა კალაძე: ხელისუფლება რეალურად ზრუნავს ადამიანზე და ჩვენთვის ყველაზე მთავარი მამოძრავებელი გახლავთ ადამიანი
კახა კალაძე: ხელისუფლება რეალურად ზრუნავს ადამიანზე და ჩვენთვის ყველაზე მთავარი მამოძრავებელი გახლავთ ადამიანი
15:34 17.10.2020
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი, კახა კალაძე წალენჯიხაში, აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ალექსანდრე მოწერელიას წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა.

კალაძის გამოსვლის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: 

"მოხარული ვარ, რომ დღეს მაქვს საშუალება, წარვდგე ადამიანების წინაშე, რომელთაც განსაკუთრებით უყვართ თავიანთი საკუთარი მხარე, ქვეყანა და განსაკუთრებული როლი აქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და წინსვლაში.

თქვენი ულამაზესი მხარე პირველსავე ჯერზე ახერხებს, აღაფრთოვანოს სტუმარი. ადამიანს, ყოველი შემდეგი ვიზიტის შემდეგ უფრო და უფრო უყვარდება ეს კუთხე - სამეგრელო, რომლის ერთ -ერთი თვალსაჩინო მარგალიტი წალენჯიხაა, ადგილი, რომელიც უკვე საუკუნეებია უდიდეს ისტორიას ინახავს.

აქ, ამ ტერიტორიებზე ადამიანები ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში ცხოვრობდნენ, შუა საუკუნეებში კი წალენჯიხა სამეგრელოსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ და რელიგიურ ცენტრად იქცა. ეს ნათლად მიანიშნებს, ამ ქალაქის როლზე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

რა თქმა უნდა, საამაყოა უდიდესი წარსული, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს აწმყო და მომავალი, რომელიც ყველამ ერთად, ერთიანი მუშაობით უნდა შევქმნათ. თითოეულ თქვენგანს კარგად ახსოვს, რომ სულ რაღაც ათიოდე წლის უკან წალენჯიხა, ისევე როგორც მთელი საქართველო, ერთ დიდ უძრაობის ჭაობში იყო ჩაძირული. არათუ განვითარება იყო შეფერხებული, არამედ ფეხქვეშ იყო გათელილი ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, მთელი სახელმწიფო რესურსი კი ერთი ადამიანის გარემოცვის ინტერესების დაკმაყოფილებას ხმარდებოდა. ეს ყველაფერი 2012 წლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა.

ხელისუფლება რეალურად ზრუნავს ადამიანზე და ჩვენთვის ყველაზე მთავარი მამოძრავებელი გახლავთ ადამიანი. ასევე, საზოგადოების კეთილდღეობის ზრდაზეა ორიენტირებული ჩვენი ყოველდღიური ქმედებები და გადადგმული ნაბიჯები.

ყველაზე უკეთ თქვენ იცით, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა სოფლის მეურნეობის განვითარებას, არსებობს ბევრი საინტერესო პროგრამა, რომლის გამოყენება შეუძლია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას.

2012 წელს, როდესაც ჩვენ საარჩევნო კამპანიას ვატარებდით, მთელი სოფლები გვაქვს ფეხით შემოვლილი სამეგრელოში და კარგად მახსოვს თვალცრემლიანი მშობლები, რომლებსაც ელემენტარული იმის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, რომ თავიანთ შვილებს წიგნებიდან მიეღოთ განათლება. ქსეროქსზე გადაღებული ფურცლებიდან სწავლობდნენ პატარები. დღეს, როდესაც ჩვენი შვილები მიდიან სკოლებში, მათ სახელმძღვანელოები მერხებზე დალაგებული ხვდებათ, ყველანაირი გადასახადის გარეშე.

თუმცა ამ წინგადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, არსებობს გამოწვევები პრობლემები, რომელზეც ჩვენ საუბარი არ გვერიდება. რა თქმა უნდა თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას, რომ ეს გამოწვევები რაც შეიძლება, ძალიან სწრაფად დავძლიოთ და ღირსეულად ვუპასუხოთ. ამას სჭირდება ჩვენი ერთად მუშაობა და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთიანი ძალისხმევით მოვახერხებთ, რომ ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა პრობლემას, რომელიც წალენჯიხას აწუხებს, რომელიც სამეგრელოსა და ზოგადად, საქართველოში არსებობს. ერთად საქართველოს წარმატებისთვის!" - განაცხადა კალაძემ
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა