logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილი: გვჯერა და გვწამს, რომ ჩვენ გვაქვს ყველა ის ბერკეტი და არგუმენტი, რომელიც ამყარებს ქართული მხარის პოზიციებს ჩვენს მეგობრებთან მოლაპარაკებებში
ირაკლი ღარიბაშვილი: გვჯერა და გვწამს, რომ ჩვენ გვაქვს ყველა ის ბერკეტი და არგუმენტი, რომელიც ამყარებს ქართული მხარის პოზიციებს ჩვენს მეგობრებთან მოლაპარაკებებში
15:21 17.10.2020
„ქართული მხარე არაფერს განსაკუთრებულს ზედმეტს არ ითხოვს ჩვენი მოძმე ხალხისგან, ჩვენი სახელმწიფოს მეგობარი სახელმწიფოსგან, აზერბაიჯანისგან. ჩვენი ხელისუფლება მიყვება იმ შეთანხმებას, რომელიც ჩვენ შორის დაიდო,“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია ქართულ არხზე გადაცემა „კიდობანში“ დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართულ მხარეს ყველა შესაბამისი არგუმენტი აქვს, რომელსაც მის პოზიციებს ამყარებს: „ჩვენ ასე გვჯერა და გვწამს, რომ ჩვენ გვაქვს ყველა ის ბერკეტი და არგუმენტი და ასე ვთქვათ, მტკიცებულებები, რომელიც ამყარებს ქართული მხარის პოზიციებს ჩვენს მეგობრებთან, ამ მოლაპარაკებებში. კიდევ ვიმეორებ, რომ სხვა არგუმენტი არ არსებობს, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს რუკა. თანაც ორივე მხარე შეთანხმდა, რომ მხოლოდ ამ რუკას გამოვიყენებთო, სხვა რუკაზე არ ყოფილა საუბარი, ბუნებაში. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საერთაშორისო წესების მიხედვით, რაც არის მსოფლიოში დადგენილი, როცა ასეთი რაღაც ხდება და ის შეთანხმება შედგება, ის უნდა შესრულდეს.“

მინისტრის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ეს საქმე წარმატებით დასრულდება და აზერბაიჯანის მხრიდან უკვე გახმოვანდა პოზიცია, რომ მზად არიან დიალოგისთვის.

„ამ რადიკალურ თუ მტრულ, ანტიეროვნულ ძალას, მოღალატეთა გაერთიანებას აქვს ერთადერთი მიზანი, მათი მცდელობა, რაც იყო თავიდანვე, როდესაც აწიეს ტემპერატურა, რომ ეს რა ხდება, აზერბაიჯანთან კონფლიქტს იწყებთ?! ეს, რა თქმა უნდა არ გამოუვიდათ, რადგან თვითონ პრეზიდენტის პოზიცია გაახმოვანა პრეზიდენტის მრჩეველმა, ბატონმა გაჯიევმა. ჩვენ მივიღეთ სიგნალები, რომ მზად არიან დიალოგისთვის“ - განაცხადა მინისტრმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა