logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
logo2
logo2
გიორგი გახარია: ელემენტარული წესების დაცვა, პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა, დღეს ეს პატრიოტიზმია; უპასუხისმგებლო ქცევა კი ქვეყნის განვითარების შეფერხებას ნიშნავს
გიორგი გახარია: ელემენტარული წესების დაცვა, პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა, დღეს ეს პატრიოტიზმია; უპასუხისმგებლო ქცევა კი ქვეყნის განვითარების შეფერხებას ნიშნავს
14:54 17.10.2020
როდესაც ერთად ვიკრიბებით თუნდაც საარჩევნო კამპანიაში, რა თქმა უნდა, უნდა გავიკეთოთ პირბადე, რადგან ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენი ხანდაზმულების, ჩვენი ოჯახის წევრების, ჩვენი თანამოქალაქეების წინაშე და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარების წინაშე, რადგან მხოლოდ ასე შეგვიძლია გავაგრძელოთ ჩვენი ეკონომიკური აღმასვლა და უპასუხისმგებლო ქცევა - ეს ნიშნავს ქვეყნის განვითარების შეფერხებას, სხვას არაფერს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფოთში, აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ალექსანდრე მოწერელია წარდგენაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ - მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მომავალი არის ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი და დემოკრატიული ევროპული სახელმწიფო, რომელიც ყველამ ერთად უნდა ააშენოს.

„დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა დღეს თქვენთან ერთად აქ ყოფნა და ქვეყნის წალენჯიხის და სამეგრელოს ხვალინდელ დღეზე საუბარი. დღეს საქართველოში ვეტერანების დღეა. წალენჯიხა საოკუპაციო ხაზთან მდებარე მუნიციპალიტეტია და თავის თავზე გამოიარა, თუ რა არის ოკუპაცია. ჩვენ ყველამ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ვეტერანებს და უნდა გავიხსენოთ საქართველოს ერთიანობისთვის და მთლიანობისთვის დაღუპული გმირები, რომლებიც მთელი ისტორიის განმავლობაში შეეწირნენ ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, საიდან მოვდივართ და ამ ჩვენი წარსულის ტრადიციებით და ფასეულობებით უნდა გავიკვლიოთ გზა ჩვენი მომავლისკენ, ჩვენი მომავალი კი არის ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი და დემოკრატიული ევროპული სახელმწიფო, რომელიც ერთად უნდა ავაშენოთ, მაგრამ ეს ყველაფერი იწყება ელემენტარული წესებიდან, ჩვენი ქუჩის, ეზოს მოვლიდან, ასფალტირებული გზებიდან, ნორმალური სკოლებიდან,“- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ერთობლივი შრომაა გარანტი იმის, რომ ჩვენ ამ პანდემიასაც დავამარცხებთ, ეკონომიკური კრიზისიდანაც გამოვალთ და ქვეყნის მშენებლობასაც წარმატებით გავაგრძელებთ.

გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და აღნიშნა, რომ სისტემურ ინფრასტრუქტურაში, შემდგომი 4 წლის განმავლობაში, საქართველოში 20 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება.

„2021 წლიდან, შემდგომი 4 წლის განმავლობაში, საქართველოში სისტემურ ინფრასტრუქტურაში სახელმწიფოს მიერ ინვესტირებული იქნება 20 მილიარდ ლარზე მეტი, რომლითაც ჩვენ ზუსტად ვიცით, სად, რამდენი და რა პროექტი უნდა გაკეთდეს. ეს ყველაფერი ძირითადად მიმართული იქნება გაზიფიცირების, წყალმომარაგების, წყალარინების, სკოლების რემონტის, გზების გაყვანისკენ. მიუხედავად იმისა, რომ წალენჯიხაში ბევრი რამ გაკეთდა, კიდევ ბევრი რამ დარჩა მოსაწესრიგებელი რომ არაფერი ვთქვათ ჭალე-ფახულანის გზაზე, რომელსაც ამდენი ხანია ველოდებით, წყალმომარაგების საკითხი ჯერ კიდევ ბევრ სოფელში პრობლემაა. ჯვარში კეთდება წყალმომარაგების პროექტი და ჯვრის 10 ათას მოსახლეს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება, მაგრამ როგორც კი ამას მოვრჩებით, წყალარინების სისტემაა გასაკეთებელი. ეს ყველაფერი გეგმის სახით არსებობს. ადამიანები ვართ, ხან პანდემიაა, ხან ეკონომიკური კრიზისია და ყველს უნდა გვესმოდეს, რომ შეიძლება დროში სადღაც პატარა შეფერხება იყოს, მაგრამ მთავარი მიზანი ამ ქვეყნის არის ის, რომ სხვაობა, თუ სად იზრდება ბავშვი და სად ცხოვრობს ჩვენი ღვაწლმოსილი ხანდაზმული და როგორ ვითარდება ადამიანი, არ უნდა იყოს თბილისს, წალენჯიხას, ფოთს, ზუგდიდს, ბათუმს თუ რუსთავს შორის. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი და ასე იქმნება წარმატებული ქვეყნები და სახელმწიფოები. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხვალინდელ დღეზე, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ერთობლივი შრომაა გარანტი იმის, რომ ჩვენ ამ პანდემიასაც დავამარცხებთ, ეკონომიკური კრიზისიდანაც გამოვალთ და ქვეყნის მშენებლობასაც გავაგრძელებთ წარმატებით. არ დაგვავიწყდეს, რომ მიუხედავად პანდემიისა, ბოლო 1 წლის განმავლობაში სისტემურ ინფრასტრუქტურაზე მუშაობა არც ერთი წუთით არ შეჩერებულა და არც შეჩერდება,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.



პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საარჩევნო კამპანიაზე და აღნიშნა, რომ საარჩევნო შეკრებისას უნდა გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა ხანდაზმულების, ჩვენი ოჯახის წევრების, ჩვენი თანამოქალაქეების, ქვეყნის შემდგომი განვითარების წინაშე და გავიკეთოთ პიბადე.



„მიუხედავად იმისა, რომ გამოწვევა გლობალურია და ვხედავთ, რომ მთელ მსოფლიოში ინფიცირების რაოდენობა რეკორდულად იზრდება, ჩვენ იმის პასუხისმგებლობა გვაქვს და გვესმის, რომ როდესაც ერთად ვიკრიბებით თუნდაც საარჩევნო კამპანიაში, რა თქმა უნდა, უნდა გავიკეთოთ პირბადე, რადგან ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენი ხანდაზმულების, ჩვენი ოჯახის წევრების, ჩვენი თანამოქალაქეების წინაშე და რაც მთავარია, ეს არის ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარების წინაშე, რადგან მხოლოდ ასე, სამწუხაროდ, შეგვიძლია გავაგრძელოთ ჩვენი ეკონომიკური აღმასვლა და უპასუხისმგებლო ქცევა - ეს ნიშნავს ქვეყნის განვითარების შეფერხებას, სხვას არაფერს. მთავარი ამ ყველაფერში არის ის, რომ რა თქმა უნდა, 31 ოქტომბერს, ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ და ეს არ იქნება მხოლოდ წალენჯიხის, სამეგრელოს და ამ მუნიციპალიტეტის გამარჯვება, ეს მთელი ქვეყნის გამარჯვება იქნება. ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერაში. დღეს, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ასე წესების დაცვით, ყველამ ერთად გავიმარჯვოთ ისე, სამართლიან და ღირსეულ ბრძოლაში, რომ არავის არ მივცეთ შესაძლებლობა, მცირედი ჩრდილი მიაყენოს ჩვენს გამარჯვებას. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს, ელემენტარული წესების დაცვა, პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა - ეს არის პატრიოტიზმი. ეს არის ის, რითიც ჩვენ ვაძლევთ ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობას, განვითარდეს და ამ განვითარებაში არ იყოს არანაირი შეფერხება. მე დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ,მაგრამ რაც მთავარია, გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში და გავიმარჯვებთ ღირსეულად. გამარჯვებას გისურვებთ!,“- განაცხადა პრემიერმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა