logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილი: მთავარი მზაკვრობა და მტრობა, რაც ჩვენ დავინახეთ, ხელმძღვანელობდნენ 70-იანი და 80-იანი წლების რუკებით, რაც პირდაპირ საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის
ირაკლი ღარიბაშვილი: მთავარი მზაკვრობა და მტრობა, რაც ჩვენ დავინახეთ, ხელმძღვანელობდნენ 70-იანი და 80-იანი წლების რუკებით, რაც პირდაპირ საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის
14:41 17.10.2020
„მთავარი მზაკვრობა და მტრობა, რაც დავინახეთ, ხელმძღვანელობდნენ 70-იანი და 80-იანი წლების რუკებით, რაც პირდაპირ საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის. ქართველი არასოდეს ყოფილა ოკუპანტი და მტაცებელი. მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე ეხება ჩვენს მთავარ სიწმინდეს, მთავარ იდენტობას, მთავარ ქრისტიანობის განუყოფელ ნაწილს, ჩვენთვის ეს არის წმინდათა წმინდა“ - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია ქართულ არხზე გადაცემა „კიდობანში“ განაცხადა.

თავდაცვის მინისტრმა გაიხსენა, რომ შესაბამის სამსახურებს დაავალა დასკვნის დადება, შემდეგ კი, მან პოლიტიკა 4 წლით დატოვა. მისი ინფორმაციით, საქმის ვითარება შემდეგ პრემიერებსაც გააცნეს. „მინდია ჯანელიძეს ჰქონდა საუბარი, შემდეგ მამა კირიონს ჰქონდა საუბარი ორივე პრემიერ მინისტრთან, ვინც ჩემს შემდეგ იყვნენ. მამუკა ბახტაძის მიერ კომისიის შემადგენლობა შეიცვალა, ბაბაქიარის მწვერვალი, რომელიც მანამდე იყო ჩვენი სარგებლობის ქვეშ, დე ფაქტოდ ჩვენი კონტროლის ქვეშ იყო, მიადგნენ თუ არა ბაბაქიარის მთას, უცებ იგნორი გაუკეთეს 70-80 იანი წლების რუკას, რომლებიც საიდან მოიტანეს გაუგებარი იყო. არავითარი კითხვა არ არსებობს, უმარტივესი საქმეა. გააჩინეს 38 წლის რუკა, რომლის მიხედვითაც ბაბაქიარის მწვერვალი აღმოჩნდა და ასეც არის - აზერბაიჯანის მხარეს შეუთანხმეს,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„მოადგნენ დავით გარეჯის კომპლექსს. ორივე მხრიდან, ჩიჩხიტურის მხრიდან და უდაბნოს მხრიდან პირდაპირ თხემზე, ქედზე ატარებენ საზღვარს, მაშინ როცა 38 წლის რუკის მიხედვით რომ ეხელმძღვანელათ, საზღვარი ჩვენს შორის გადიოდა დაახლოებით ქედიდან 500 მეტრით ქვევით. ამაზე მეტი სიცხადე და ამაზე დიდი არგუმენტი, გნებავთ მტკიცებულება, რა უნდა იყოს,“ - აღნიშნა მან.

მინისტრის თქმით, ის ადამიანები, რომლებიც გამოკვეთა პროკურატურამ პირველ ეტაპზე, არიან ჩვეულებრივი შემსრულებლები და ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ გადაწყვეტილება პოლიტიკურ დონეზე ხდება: „ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც არის ტერიტორიების დემარკაცია-დელიმიტაცია მეზობელ ქვეყანასთან და ტერიტორიების შეთანხმება ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი არ არსებობს... გუშინ გამოვიდა მათი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაშაკიძე და პირდაპირ დაადასტურა, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. მეორე ნოღაიდელის გადაწყვეტილება მოვისმინეთ, რომელიც პრემიერ-მინისტრი იყო და თქვა, რომ ეს იყო სააკაშვილის დონეზე მიღებული გადაწყვეტილება და დასკვნაა. დავით გარეჯის ეს მონაკვეთის, კომპლექსის ნაწილი მათი შეთანხმებით აღმოჩნდა აზერბაიჯანის მხარეს. კიდევ ერთი მტკიცებულება რაც ჩვენ მოვისმინეთ ნინო კალანდაძისგან, ისიც ამბობს, რომ ეს ადგილი აზერბაიჯანის მხარესაა,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია ქართულ არხზე გადაცემა „კიდობანში“ .

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა