logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილი: იმ პერიოდის რუკები ადასტურებს, რომ დავით გარეჯის ტერიტორია იყო, არის და უნდა იყოს ჩვენს ტერიტორიაზე
ირაკლი ღარიბაშვილი: იმ პერიოდის რუკები ადასტურებს, რომ დავით გარეჯის ტერიტორია იყო, არის და უნდა იყოს ჩვენს ტერიტორიაზე
12:51 16.10.2020
დავით გარეჯთან საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული საზღვრის გარკვეულ მონაკვეთზე დელიმიტაცია-დემარკაციისა და 1938 წლის ორიგინალი კარტოგრაფიული რუკების მოპოვების საკითხებზე თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ნამდვილი რიცხვები“ ისაუბრა.

მინისტრმა ორიგინალი კარტოგრაფიული რუკების მოპოვებასთან დაკავშირებით 2019 წელი გაიხსენა: „შვეიცარიაში მოღვაწე ქართველ პატრიოტ კაცს, ბატონ დავით ხიდაშელს აქვს კარტოგრაფიული კომპანია, 20 წელია როგორც ჰობი უკვე ასეა დაკავებული. ბატონი დავითი ძალიან შეძლებული ადამიანი, გამორჩეული პატრიოტი, ქართველი ბიზნესმენია, რომელმაც ბატონი ბიძინას ეს დავალება, დაკვეთა ძალიან დიდი სიხარულით მიიღო. ჩვენ შევხვდით მის წარმომადგენელს, შევახვედრე ბატონი ნოდარ ხორბალაძე, დაიწყო მუშაობა. ეს ხდება 2019 წლის შემოდგომაზე. სულ რაღაც რამდენიმე თვეში, 3 აპრილს კონკრეტულად, ჩვენ ჩამოგვდის რუსეთის არქივიდან, ოკუპანტი ქვეყნიდან წამოღებული ორიგინალი რუკები. ვფიქრობ, ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში ასეთი სპეცოპერაციის დამგეგმავი ინიციატორი და შემსრულებლებლები მინიმუმ მადლობას იმსახურებენ. ჩემთვის ბატონი დავითის ქმედება გმირობის ტოლფასია და მადლობა ეკუთვნის ამ ადამიანს იმ დიდი პატრიოტული საქმისთვის, რაც მან გააკეთა”, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშილმა.

მინისტრის თქმით, რუსეთის გარდა, დავით ხიდაშელმა საქართველოში ჩამოიტანა და ქართულ მხარეს გადასცა სხვა რუკებიც და ლიტერატურა, რომელიც რეალურად მთელს სახელმწიფო საზღვრებს ეხება. როგორც მინისტრმა ახსენა, შვეიცარიაში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა რუკები ჩამოიტანა ამერიკიდან - აშშ-ის არმიის რუკა, ასევე საჰაერო ძალების რუკა, გერმანიის სამხედრო რუკა - იმ პერიოდის რუკა რომელიც ასევე ადასტურებს, რომ დავით გარეჯის ტერიტორია და ა.შ. იყო, არის და უნდა იყოს ჩვენს ტერიტორიაზე. ამის გარდა, იყო აზერბაიჯანის რუკებიც.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა