logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: ნუ დავდგებით ვირუსის მხარეს, დავდგეთ ადამიანების ჯანმრთლობის და ქვეყნის ეკონომიკის, მისი შეუფერხებელი განვითარების სადარაჯოზე და მაქსიმალურად დავიცვათ რეგულაციები
მამუკა მდინარაძე: ნუ დავდგებით ვირუსის მხარეს, დავდგეთ ადამიანების ჯანმრთლობის და ქვეყნის ეკონომიკის, მისი შეუფერხებელი განვითარების სადარაჯოზე და მაქსიმალურად დავიცვათ რეგულაციები
15:18 12.10.2020
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, მამუკა მდინარაძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის მოწოდებას ეხმაურება და პოლიტიკურ სუბიექტებს მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან რეკომენდაციები:

„გვსურს, გამოვეხმაუროთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის მოწოდებას, რომ პოლიტიკურმა სუბიექტებმა გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და რეგულაციები დაიცვან. ვფიქრობ, რომ მოწოდება იყო ძალიან დროული, ჩვენი რეაქციაც ამიტომ არის დღეს ჩემი ბრიფინგი.

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, აუცილებელია, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მოწოდებები გავიზიაროთ ბოლომდე და პოლიტიკურმა პარტიებმა, სუბიექტებმა ჩვენდაუნებურად ვირუსის გავრცელებას ხელი არ შევუწყოთ.

ობიექტურობისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენელიც რიგ შემთხვევებში, არასათანადოდ იცავს ხოლმე დადგენილ ნორმებს, თუმცა მასშტაბი აბსოლუტურად განსხვავებულია ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიასთან შედარებით, როდესაც მათი ნაწილი საერთოდ უგულებელყოფს რეგულაციებს და ხელს უწყობს პრაქტიკულად ვირუსის გავრცელებას.

მართალია, კანონით კონკრეტული რეგულაციები პოლიტიკურ აქტივობებს არ ეხება და არ ზღუდავს, მაგრამ ყველამ უნდა გამოვიჩინოთ კეთილგონიერება, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, მაქსიმალურად დავიცვათ თითოეული რეგულაცია და საარჩევნო პროცესის მშვიდობიან წარმართვასთან ერთად, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, ნუ დავდგებით ვირუსის მხარეს, დავდგეთ ადამიანების ჯანმრთლობის და ქვეყნის ეკონომიკის, მისი შეუფერხებელი განვითარების სადარაჯოზე და მაქსიმალურად დავიცვათ რეგულაციები.

გარდა ამისა, კარგი იქნებოდა, რომ როგორც ჩვენ მოვახდინეთ მყისიერი რეაგირება და რეაქცია ბატონი ამირანის განცხადებასთან დაკავშირებით , ჩვენი ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც შეუერთდნენ ამ მოწოდებას და თავიანთ მხარდამჭერებს, აქტივისტებს, ზოგადად საზოგადოებას მოუწოდონ რეგულაციების დაცვისკენ, რადგან ეს იქნება კიდევ ერთი პასუხისმგებლიანი ნაბიჯი საიმისოდ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მაინც გავერთიანდეთ და მოწოდება იყოს საერთო, რომ ამით გავუფრთხილდეთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და ეკონომიკის შეუფერხებელ განვითარებას“- ნათქვამია მამუკა მდინარაძის განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა