logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
logo2
logo2
ხატია წილოსანი: ძალიან უხერხულია, როდესაც პოლიტიკური პარტია პანდემიიდან გამომდინარე არსებულ სიტუაციას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს
ხატია წილოსანი: ძალიან უხერხულია, როდესაც პოლიტიკური პარტია პანდემიიდან გამომდინარე არსებულ სიტუაციას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს
19:23 16.09.2020
„არარეალურია და ძალიან უხერხულია, როდესაც პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური ძალა საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებს ქვეყანაში დღეს არსებულ მგრძნობიარე სიტუაციას, რაც კოვიდ 19-ის პანდემიამ განაპირობა. მინდა აღვნიშნო, პროგნოზების მიხედვით, ჩვენ ველოდებით 180 000 ტონაზე მეტ ყურძენს და როდესაც პოლიტიკური ძალა საუბრობს იმაზე, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა 1 კგ ყურძენზე დღეს არსებულ სუბს იდიაზე, დამატებით კიდევ გასცენ 80 თეთრი, ძალიან უხერხულია და უპასუხისმგებლობაა" - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა განაცხადა.

"ფერმერები არიან გონიერი ადამიანები, მათ იციან როგორ ხდება სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებებითქვეყანაში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ეტაპობრივი განვითარება. ისიც იციან, რომ დღეის მდგომარეობით, 40-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება ქართული ღვინო და პანდემიის გამოარსებული გამოწვევების მიუხედავად,სახელმწიფოს სწორი პოლიტიკით, ამერიკის, პოლონეთის და ლატვიის ბაზრებზე,დადებითი ტენდენციებიექსპორტის კუთხით შენარჩუნებულია.

ძალიან კარგად მოეხსენება ჩვენს ხალხს, თუ რა პირობები და მდგომარეობა იყო წინა წლებში და 2013 წლიდან, რა ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ ფერმერების შემოსავლები გაზრდილიყო და ქონოდათ იმის შესაძლებლობა, რომ უკეთეს პირობებში, ორგანიზებულად, შეფერხებების გარეშე მოეხდინათ თავიანთი პროდუქციის რეალიზაცია. მინდა ხაზი გავუსვა დაზღვევის მექანიზმის მნიშვნელობას. ფერმერებმა კარგად იციან, რომ სეტყვისა და სხვა ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით, მათ წინაშე არსებულიგამოწვევები, აგროდაზღვევის პროგრამაში მაქსიმალურადაა გათვალისწინებული და სახელმწიფოს მხრიდან არის მაქსიმალური მხარდაჭერა.

ბოლოწლების განმავლობაში, განხორციელებული სწორი პოლიტიკით და კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით, სახელმწიფო თანდათან გამოვიდა სუბსიდირების პროცესებიდან, თუმცა 2020 წელს,საქართველო და ზოგადად, მთელი მსოფლიო დიდი გამოწვევების წინაშე დადგა, რამაც სუბსიდირების საჭიროება განაპირობა.
ბევრ ქვეყანას, რომელთა ეკონომიკის დიდ ნაწილს ღვინის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები წარმოადგენს, მტკივნეული გადაწყვეტილებებისმიღება მოუწია. საქართველოს მთავრობამ პასუხისმგებლიანი მიდგომა გამოიჩინა და არაერთი მიმართულებით, მათ შორის მევენახეობა-მეღვინეობის სექტორში, ფერმერების მხარდაჭერა გადაწყვიტა.
უნდა აღინიშნოს, რთველი აქტიურ ფაზაშია და შეუფერხებლად მიმდინარეობს. ყოველდღიურად მზარდია გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა, რაც ღვინის მწარმოებელ კომპანიებს მეტი ხარისხიანი პროდუქციის წარმოების, ხოლო ფერმერებს მეტი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას აძლევს. დღეისათვის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2020 წლის რთველი წარმატებულად მიმდინარეობს“,- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა