logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
logo2
logo2
პარლამენტში სასამართლოების შესახებ კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებების შესახებ დეტალური მსჯელობა გაიმართა
პარლამენტში სასამართლოების შესახებ კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებების შესახებ დეტალური მსჯელობა გაიმართა
04:02 16.09.2020
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დიპლომატიური კორპუსის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სასამართლოების შესახებ კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებების შესახებ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა .

ცვლილებები ორ მნიშვნელოვან საკითხს - უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შესახებ გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულებას და მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობას უკავშირდება.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით,  შეხვედრაზე დამსწრეთა მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებზე, რეკომენდაციებსა და წინადადებებზე იმსჯელეს. დამსწრეებმა სამი ძირითადი საკითხი განიხილეს, რომლებიც გასაჩივრებას, დასაბუთებას და კენჭისყრას უკავშირდება. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, მსჯელობის შედეგად, მოხდა პოზიციების გარკვეულწილად დაახლოება ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად. ანრი ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ დაიგეგმოს მომდევნო შეხვედრაც, სადაც პოზიციების საბოლოო შეჯერება მოხდება.

„კომიტეტის სხდომაზე ჩვენ პირველი მოსმენით განვიხილავთ აღნიშნულ საკითხს, იმ დათქმით, რომ ის საკითხები, რომელიც ამ ფორმატში არის განხილვის საგანი ჯერ კიდევ ღიად არის დატოვებული და ეს ნიშნავს იმას, რომ უკვე მეორე მოსმენით საკომიტეტო განხილვის დროს, მას შემდგომ, რაც ჩვენ ამ ფორმატის ფარგლებში უკვე შევაჯერებთ პოზიციებს, ამის შემდგომ გავიტანთ მხოლოდ და მხოლოდ მეორე მოსმენით განხილვისთვის, სადაც უკვე საერთო შეჯერებული პოზიციები გვექნება და მჯერა, რომ ეს ცვლილებები კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს ჩვენს დამოკიდებულებას, რომ ჩვენი მიზანია ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება, ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო დავხვეწოთ, თუ არის დასახვეწი ნორმები საკანონმდებლო თვალსაზრისით ამ პროცესთან დაკავშირებით და ჩვენ ამის მზაობა გვაქვს“,- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა