logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი მინისტრობის პერიოდში ჯარში სრული აღმშენებლობა დავიწყეთ
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი მინისტრობის პერიოდში ჯარში სრული აღმშენებლობა დავიწყეთ
03:19 16.09.2020
„ჩვენ ძალიან ბევრ კარგ საქმეს ვაკეთებთ. ამ ერთი წლის განმავლობაში, ჩემი მინისტრობის პერიოდში სრული აღმშენებლობა დავიწყეთ ჯარში“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ პროცესს გუნდთან ერთად, შემუშავებული კომპლექსური ხედვით ხელმძღვანელობდა, რომელიც, ძირითადად, ჯარისკაცებზე ზრუნვას ეფუძნება. ინტერვიუში მინისტრმა ისაუბრა სამხედროების ხელფასების ზრდაზე, მათი სოციალური პირობების, სამედიცინო დაზღვევისა და ჯარში კვების ხარისხის გაუმჯობესებაზე. მან ყურადღება გაამახვილა მახათას მთაზე სამხედროებისთვის ბინათმშენებლობის დაწყების პროცესზე, ასევე, ნატოს სტანდარტის სამხედრო ფორმებითა და ბათინკებით სამხედროების უზრუნველყოფაზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თავდაცვის ძალების განვითარების ათწლიანი გეგმა ჯარის შეიარაღებასა და საბრძოლო მომზადებისკენაა ორიენტირებული. „ჩვენ დავიწყეთ შეიარაღების შესყიდვა, დავამატეთ „ჯაველინები“, „მ4“-ები, რომლითაც ჯარის სრული აღჭურვა მოხდება, გავაფორმეთ კონტრაქტი ისრაელის სახელმწიფო კომპანია "რაფაელთან". ერთ წელიწადში ჩვენი საზენიტო-სარაკეტო სრულად მოდერნიზებული იქნება. ასევე, დავიწყეთ ავიაციის აღდგენა“, - აღნიშნა მან.

მინისტრის განმარტებით, იგეგმება ადგილობრივი სამხედრო წარმოების განვითარება: „ჩვენ გვინდა ადგილობრივი წარმოების განვითარება, ეს იქნება „დრონების“, უფრო სერიოზული ჯავშანტექნიკის წარმოება და არა ის სათამაშო, რითაც სააკაშვილი ამაყობდა. ჩვენ ყველა მიმართულებით 100%-იანი გაუმჯობესება გვაქვს“.

თავდაცვის მინისტრმა აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა და მრავალეროვნული სწავლების - „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა