logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილის მსგავსი დემოკრატიული მმართველი ქვეყანას არ ჰყოლია და დიდი ხნის განმავლობაში არ ეყოლება
ირაკლი ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილის მსგავსი დემოკრატიული მმართველი ქვეყანას არ ჰყოლია და დიდი ხნის განმავლობაში არ ეყოლება
01:08 16.09.2020
„ერთპარტიული მმართველობა არ არის უკანონო და არ არის ანტიდემოკრატიული მმართველობა. თანამედროვე სამყარო არაერთ სისტემას იცნობს. მინდა გითხრათ, მცდარი აზრია, რომ თითქოს ერთპარტიული მმართველობა არის დამღუპველ“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“. ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ მმართველობის რვა წელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მშვიდობამ დაისადგურა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი და მისი ორგანიზებით დაწყებული კამპანია, ქვეყანაში სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის შეცვლის არავითარი შანსი არ არსებობდა.

„ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ 8 წლის წინ, დემოკრატიის არავითარი ნიშანწყალი არ შეინიშნებოდა. 8 წლის წინ ჩვენი ქვეყანა ცხოვრობდა თითქმის უკვე გაფორმებულ დიქტატურაში. რომ არა ჩვენი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მისი ორგანიზებით დაწყებული კამპანია, რა თქმა უნდა, ჩვენს მოსახლეობას სააკაშვილის დიქტატურული რეჟიმის შეცვლის არავითარი შანსი არ ჰქონდა. მინდა, მივმართო ყველას, დავფიქრდეთ, რა პირობებში ვცხოვრობდით მაშინ. ის საქართველო შევცვალეთ და მთავარი გარდამტეხი ცვლილებები მოხდა 2012 წელს. ჩვენს ხალხთან ერთად შეუძლებელი შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა, რომ ეს დიქტატურა მოეშორებინა ქვეყნის სათავეებიდან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის მსგავსი დემოკრატიული მმართველი საქართველოს არ ჰყოლია. „გავიხსენოთ როგორი იყო წინა ხელისუფლების დემოკრატიულობა, მედიის თავისუფლება, ბიზნესის თავისუფლება და ა. შ. დღეს, ჩვენ სრული პასუხისმგებლობით უნდა ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილის მსგავსი დემოკრატიული მმართველი ჩვენს ქვეყანას არ ჰყოლია და კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ ეყოლება. მთავარი მიღწევები, რაც „ქართული ოცნების“ მმართველობამ მოიტანა ჩვენი ქვეყნისათვის: 1. ეს არის ჩვენი მოქალაქეების სრული თავისუფლება, რომელიც იყო სანატრელი 2012 წლამდე. 2. მშვიდობა - მშვიდობამ დაისადგურა ქვეყანაში და 3. სტაბილურობა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდი არის ერთადერთი პერიოდი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როცა ქვეყანაში არ მომხდარა ომი და არ დაკარგულა ტერიტორიები. „ჩვენი ქვეყანა მუდმივად იყო გახვეული ომებში და კონფლიქტებში. შეიძლება სათქმელად მარტივი იყოს რა კარგია მშვიდობა და სტაბილურობა, მაგრამ გადავხედოთ როგორ მოვედით აქამდე და ვინ განაპირობა ეს მშვიდობა და სტაბილურობა. ამას მართავს გონიერი ადამიანი და გონიერი მმართველი. 8-წლიანი პერიოდი ჩვენი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე არის ერთადერთი პერიოდი, როდესაც ჩვენს ქვეყანას არც ომი ჰქონია, არც ტერიტორიები დაუკარგავს და არანაირი დესტაბილიზაციის ნიშანი არ არსებობს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა