logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
logo2
გიორგი გახარიამ NDI-ის პრეზიდენტ დერეკ მიტჩელთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვედრა გამართა
გიორგი გახარიამ NDI-ის პრეზიდენტ დერეკ მიტჩელთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვედრა გამართა
19:52 31.07.2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტ დერეკ მიტჩელს და NDI-ის წინასაარჩევნო მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა.

მხარეებმა განიხილეს ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო და არჩევნებისთვის მზადების პროცესი. ყურადღება დაეთმო საარჩევნო გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებს, მათ შორის, ხაზი გაესვა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების მზაობა - უზრუნველყოს საპარლამენტო არჩევნების უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარება.

აგრეთვე, საუბარი შეეხო დეზინფორმაციის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის, არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის შესაბამისი აქტორებისთვის პროაქტიული გაზიარების მნიშვნელობას.

მთავრობის მეთაურის თქმით, მიუხედავად Covid-19-ის პანდემიისა, საარჩევნო პროცესის ადგილზე შეფასების საშუალება ექნება არაერთ სადამკვირვებლო ორგანიზაციას. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა Covid-19-ის პირობებში ამომრჩევლის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ზომების უმაღლეს დონეზე დაცვის მნიშვნელობას, რასთან დაკავშირებითაც, მისივე თქმით, შესაბამის პროტოკოლებზე მუშაობა დაწყებულია.

ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართულ შეხვედრაში NDI - ის წამყვანი ექსპერტი და საარჩევნო პროგრამის დირექტორი პატრიკ მერლო, NDI-ის ევრაზიის პროგრამების დირექტორი ლორა ჯუიტი, NDI-ის ყირგიზეთის ოფისის დირექტორი ალან გილამი, NDI - საქართველოს პროგრამის უფროსი მენეჯერი და მრჩეველი გენდერულ საკითხებში თეონა ყუფუნია და NDI - ის საპარლამენტო პროგრამების კოორდინატორი მარიამ ბარამიძე, ხოლო საქართველოს მხრიდან - მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი და უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახაბერ ქემოკლიძე მონაწილეობდნენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა