logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
logo2
ვლადიმერ შკოლნიკოვი: პანდემიის გავლენის შესახებ კვლევას საერთაშორისო ფასეულობა გააჩნია
ვლადიმერ შკოლნიკოვი: პანდემიის გავლენის შესახებ კვლევას საერთაშორისო ფასეულობა გააჩნია
14:43 31.07.2020
ვაღიარებთ და მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას სიტყვის თავისუფლებას და მედიის თავისუფალ მუშაობას შეზღუდვები საერთოდ არ შეხებია, ამას დიდად ვაფასებთ, - ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროსმა მრჩეველმა ვლადიმერ შკოლნიკოვმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც კოვიდ-19-ის წინააღმდეგ მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებებზე ფართომასშტაბიანი კვლევის დაწყებაზე იმსჯელეს.

მისი თქმით, კოვიდ-19-ის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ კვლევას, რომელსაც საქართველოს მთავრობა საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ახორციელებს, საერთაშორისო ფასეულობა გააჩნია, რადგან საქართველომ ამ მიმართულებით მაქსიმუმი გააკეთა.

„გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისთვის განსახილველად წარმოდგენილ კვლევაში მთავრობის რეაგირების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტებია პანდემიის დროს ადამიანის უფლებების დაცვისა და საგანგებო მდგდომარეობის გამოცხადების საკითხები. საერთაშორისო სამართალი აღიარებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარემოებებსა და მიზეზებს. დათქმებში გაწერილია ასევე დროის კონკრეტულ პერიოდში გარკვეული უფლებების შეკვეცის გარემოებები. ჩვენ დავაკვირდებით სამომავლოდ გასათვალისწინებელ ფაქტორებს და შევისწავლით რამდენად პროპორციული იყო განხორციელებული ზომები, უკვე ვაღიარებთ და მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას სიტყვის თავისუფლებას და მედიის თავისუფალი მუშაობას შეზღუდვები საერთოდ არ შეხებია. ამას დიდად ვაფასებთ! მიგვაჩნია, რომ ამ სახის კვლევას საერთაშორისო ფასეულობა გააჩნია, რადგან ბევრმა ქვეყანამ - მათ შორის რეგიონში და თავად საქართველომ - მაქსიმუმი გააკეთა მცირე განსხვავებებით. პირველად ვიმყოფებით ამგვარ სიტუაციაში და უნდა გავერკვეთ რა არის ნამდვილად აუცილებელი და რისი კეთება შეიძლება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს, თუნდაც საგანგებო ვითარებაში. კარგად მოგეხსენებათ, რომ რეგიონის სხვა ქვეყნებში - მაგალითად, საქართველოს მეზობელ სომხეთში - კვლავ მოქმედებს საგანგებო ვითარება. არ ვიცით რა გავლენა აქვს მას ადამიანის უფლებებზე“, - განაცხადა ვლადიმერ შკოლნიკოვმა.

როგორც გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროსმა მრჩეველმა აღნიშნა, მისასალმებელია, რომ კვლევაში აქცენტი კეთდება მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებზე.

„ეს ნაბიჯი მისასალმებელია არა მხოლოდ ცალკეული ქვეყნების, არამედ საერთაშორისო მასშტაბით. ასევე მისასალმებელია, რომ კვლევის აქცენტი კეთდება მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებზე, რომლებიც ნორმალურ პირობებშიც შეიძლება ფიქრობდნენ, რომ მათი უფლებები არ არის სრულად დაცული. მოუთმენლად ველით მუშაობას უმცირესობების საკითხებზე; ვნახავთ რა გავლენა მოახდინა ამ პერიოდმა ქალებზე, სექსუალურ უმცირესობებზე, სხვა ტიპის უმცირესობებზე - მაგალითად, ხანდაზმულებზე. მეორეს მხრივ, იმედი გვაქვს, რომ პანდემია დასრულდება და მასთან განმკლავებას შევძლებთ, მაგრამ საქართველოს გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, მოუთმენლად ველით ამ კვლევაზე მუშაობას. დიდი მადლობა“, - განაცხადა ვლადიმერ შკოლნიკოვმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა