logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
logo2
logo2
კახა კუჭავამ ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) საპარლამენტო მრგვალი მაგიდის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
კახა კუჭავამ ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) საპარლამენტო მრგვალი მაგიდის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
17:04 29.07.2020
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) ორგანიზებით ჩატარებულ 90-ე ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდა, რომელიც საპარლამენტო მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის წევრები, კერძოდ, დიდი ბრიტანეთის, ინდონეზიის, განას, მიანმარის და სხვა.



შეხვედრის მიზანი იყო გარემოსდაცვითი დემოკრატიის მიმართულებით ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება. ყურადღება ძირითადად დაეთმო გარემოსდაცვით საკითხებზე ინფორმაციის ღიაობას, გარემოსდაცვით საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებასა და განხილვებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას. პარლამენტის წევრებმა ყურადღება, ასევე, გაამახვილეს პოსტ-პანდემიურ პერიოდში გარემოსდაცვითი დემოკრატიის გაძლიერების აუცილებლობაზე.

"ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი ახორცილებს ახალ ინიციატივას, რომელიც გარემოსდაცვით დემოკრატიას მოიაზრებს. სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ ამ სხდომას და მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთი წამყვანი როლი ამ კუთხით ჰქონდა საქართველოს პარლამენტს, რათა გაგვეზიარებინა ის გამოცდილება, რომელიც ჩვენ გარემოს საკითხებში გახსნილობის, მოქალაქეების ჩართულობის, ახალი საკომიტეტო ინსტრუმენტების გამოყენების კუთხით გვაქვს და რომელიც ითვლება წარმატებულად", - განაცხადა კახა კუჭავამ შეხვედრის შემდეგ.



როგორც პარლამენტის თავჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდისგან არაერთგზის ყოფილა თხოვნა სხვა ქვეყნებისთვის საქართველოს გამოცდილების გაზიარების თაობაზე, რაც ნამდვილად საამაყოა: "ჩვენი საქმიანობის და გამოცდილების შესახებ დღესაც იყო კითხვები და, რაც მთავარია, თხოვნა, რომ სხვა დროსაც, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება, საქართველოს პარლამენტი იყოს მზად, რომ სხვა ქვეყნებს დავუდგეთ გვერდში და ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ", - განაცხადა კახა კუჭავამ.​

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა