logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
logo2
logo2
 საგარეო საქმეთა მინისტრმა გაფართოებისა და სამეზობლოს პოლიტიკის საკითხებზე ევროკომისართან შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საგარეო საქმეთა მინისტრმა გაფართოებისა და სამეზობლოს პოლიტიკის საკითხებზე ევროკომისართან შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
21:37 01.07.2020
2020 წლის 1 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლოს საკითხებზე ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისთან შეხვედრაში, რომელიც ტელე-ვიდეო კონფერენციის ფორმატში გაიმართა.



შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს 2020 წლის შემდგომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზნებსა და პრიორიტეტებზე და ასევე განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის მოსამზადებელი საკითხები. მინისტრებმა და ევროკომისარმა ასევე შეაჯამეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალისა და ლიდერთა დიალოგის შედეგები, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში გაიმართა.



"პრემიერ-მინისტრს ლიდერთა დიალოგის ფარგლებში ჰქონდა უაღრესად მკაფიო გზავნილები აღმოსავლეთ პარტნიორობასთან საქართველოს პრიორიტეტებთან დაკავშირებით, დღევანდელი შეხვედრა ევროკომისართან ემსახურებოდა სწორედ უკვე შემდგომ ნაბიჯებს, იმისთვის, რომ დაგეგმილი სამიტი, რომელიც გაიმართება მომავალი წლის მარტში, იყოს შედეგზე ორიენტირებული და აღმოსავლეთ პარტნიორობის ძირითადი პრიორიტეტები, რაც არის აქტუალური საქართველოსთვის, იყოს შესაბამისად ასახული სამიტის გადაწყვეტილებებში" - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.



მისი თქმით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაჟღერდა საქართველოს ხედვა აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომი პერიოდის პერსპექტივებსა და მიზნებზე "კიდევ ერთხელ გავაჟღერე ჩვენი პრიორიტეტები, რაც არის დაკავშირებული აღმოსავლეთ პარტნიორობის კიდევ უფრო მეტ ფოკუსირებაზე შავი ზღვის რეგიონთან, შავი ზღვის შესაძლებლობების გამოყენების თვალსაზრისით. ასევე, უსაფრთხოების კომპონენტის გაზრდასთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაციის კიდევ უფრო მეტად ასახვასთან ევროკავშირის დღის წესრიგში. ასევე, იყო საუბარი ერთიან ბაზარზე წვდომასთან დაკავშირებით და პრინციპზე "მეტი-მეტისთვის", რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან საქართველო, რომელიც აღიარებულია როგორც ლიდერი ქვეყანა და აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ დაჩქარდეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, იყოს ადეკვატურად აღქმული ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან და ეს შედეგები იყოს გამყარებული კონკრეტულ გადაწყვეტილებებში" - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.



მინისტრი ევროკავშირის 30 ივნისის გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვიდეო-კონფერენციის დროს მან გამოხატა გულწრფელი მადლიერება ევროკავშირის მიმართ, რომელმაც საქართველო შეიყვანა 15 უსაფრთხო ქვეყანას შორის, ვისთანაც ევროკავშირი ეტაპობრივად მოხსნის დაწესებულ შეზღუდვებს. "უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის, ვისთან მიმართებაშიც იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, რაც არის კიდევ ერთი აღიარება იმ ეფექტიანი ნაბიჯების, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა პანდემიასთან ბრძოლის კუთხით და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, უკვე ინდივიდუალურად ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად, რათა ეტაპობრივად დავგეგმოთ ყველა ის პროცედურა, რაც არის გათვალისწინებული ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხო მგზავრობასთან დაკავშირებით" - განაცხადა მინისტრმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა