logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
რატი იონათამიშვილი: ჩვენ განვიხილავთ და ვიღებთ ისეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომელიც  ჩვენი ქვეყნის უკეთეს ხვალინდელ დღესთან უშუალოდ არის დაკავშირებული
რატი იონათამიშვილი: ჩვენ განვიხილავთ და ვიღებთ ისეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის უკეთეს ხვალინდელ დღესთან უშუალოდ არის დაკავშირებული
19:46 30.06.2020
"ჩვენ განვიხილავთ და ვიღებთ ისეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის უკეთეს ხვალინდელ დღესთან და ამის სამართლებრივ გარანტიებს ჰქმნის", - ამის შესახებ ფრაქციის "ქართული ოცნება" თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ტვ "იმედის" ეთერში განაცხადა.



მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხრიდან ჰქონდა მტკიცე და ერთსულოვანი მხარდაჭერა, რომლითაც "ქართულმა ოცნებამ" აღებული პირობა არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების არამედ, საერთაშორისო მეგობრებისა და გულშემატკივრების წინაშე შეასრულა და რამაც გააჩინა სამართლებრივი საფუძველი, რომ "საარჩევნო კოდექსის" ცვლილებებზე საპარლამენტო ფორმატში მუშაობა დაწყებულიყო. "ჩვენ ვნახეთ, რომ რადიკალური ოპოზიცია ისევ უპასუხისმგებლოდ მიუდგა ამ საკითხს, ისევ არ იღებს მონაწილეობას საკითხის განხილვაში. კომიტეტის სხდომაზე საკითხის განხილვისას, მხოლოდ რომან გოცირიძე იყო წარმოდგენილი. ასე, რომ ეს ზუსტად აჩვენებს განსხვავებას სახელმწიფოზე, ხალხზე მზრუნველ პარტიასა და იმ პოლიტიკურ დაჯგუფებას შორის, რომელიც არის ბოლომდე დეგრადირებული და არის თან რადიკალური თან პრორუსული. სწორედ მათი განცხადებები ჰქმნიან ამის საფუძველს", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა.



მისი თქმით, კონსტიტუციის მიღების შემდეგ ჩვენი ქვეყნის მეგობრების და ერთგული მოკავშირეების მთავარი მოწოდება იყო საარჩევნო რეფორმებზე ნაკისრი ვალდებულების შესრულება. "ჩვენ ფაქტობრივად, ყველა წარმოდგენილი შევასრულეთ და როგორც ჩანს, სწორედ ეს ფაქტორი იწვევს ჩვენი ოპონენტების უკმაყოფილებას, რადგან ისინი ყოველთვის, როდესაც აპელირებენ რაღაცის შესრულებაზე, რეალურად, სხვა მიზნები გააჩნიათ. მათთვის თემატური საკითხები კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ მნიშვნელოვანია დესტრუქცია. მათ არჩევნები არ აინტერესებთ და არც არასდროს აინტერესებდათ, არც დემოკრატიული პროცესები აინტერესებთ. აქ მათი მონაწილეობა ყოველთვის იყო ფიქტიური", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა. მისი განცხადებით, "ქართული ოცნება" გამოირჩევა სწორედ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებით, რომელიც არა მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაში ჰქმნის, უკეთესი ხვალინდელი დღის რეალურ გარანტიებს, არამედ, გრძელვადიან პერსპექტივაში ჰქმნის სამართლებრივ გარანტიებს, რათა ქვეყანა სწორად ვითარდებოდეს. "ნაციონალური მოძრაობა" მხოლოდ პარტიას კი არ არგებდა კანონს არამედ, ამ პარტიის კონკრეტულ რჩეულებს არგებდა არა მხოლოდ კანონებს არამედ, კონსტიტუციასაც მათ შორის, დამნაშავეებს", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.​

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა