საარჩევნო კოდექსის ცვლილებებს იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა
საარჩევნო კოდექსის ცვლილებებს იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა
18:51 30.06.2020
პარლამენტი საარჩევნო კოდექსის ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონპროექტს იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. უმრავლესობის თქმით, ცვლილებები ეუთო/ოდირის რეკომენდაციების საფუძველზეა მომზადებული.

საარჩევნო კოდექსის ცვლილებები მოიცავს რამდენიმე დეტალს. კერძოდ, უფასო სარეკლამო დროს მიიღებენ ის პარტიები, რომლებიც 2020-ის არჩევნებში 1%-იან ბარიერს გადალახავენ, წინასაარჩევნო პერიოდში კი უფასო სარეკლამო დრო ძველი წესით გადანაწილდება.

ახალ კოდექსში ყველა პარტია, მათ შორის მცირე პოლიტიკური სუბიექტებიც, სარეკლამო დროს საკუთარი პარტიისთვის გამოიყენებენ. მმართველი პარტიის ინიციატივით, პროპორციულ სიაში ყოველი მეოთხე ქალი უნდა იყოს.

ცვლილებების ავტორი ირაკლი კობახიძე გახლავთ.
ბეჭდვა