logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
რატი იონათამიშვილმა შშმ პირთა უფლებების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ონლაინ შეხვედრა გამართა
რატი იონათამიშვილმა შშმ პირთა უფლებების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ონლაინ შეხვედრა გამართა
16:09 30.06.2020
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებებით გათვალისწინებული ნორმები და სიახლეები, ონლაინ შეხვედრის ფორმატში, დაინტერესებულ პირებთან განიხილა.

შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობა 30-მდე სამოქალაქო ორგანიზაციის, მათ შორის სახალხო დამცველის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მიიღო, საუბარი კანონპროექტის შესახებ მომზადებულ რეკომენდაციებს შეეხო.

„საქართველოს პარლამენტი მთავრობის მიერ ინიცირებულ - „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობს და აღნიშნული პროექტი ორი მოსმენით უკვე მიღებულია. კანონპროექტთან დაკავშირებით 50-მდე ორგანიზაციამ 41 რეკომენდაცია გამოითქვა, საიდანაც პარლამენტმა 35 ერთეული გაიზიარა. შესაბამისად, რეკომენდაციების და ინიციატივების 85% უკვე აისახა კანონპროექტის რედაქციაში, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. დარჩენილია რიგი საკითხები, რომლებიც დამატებით მუშაობას და კონსულტაციებს საჭიროებს და ჩვენ მზად ამ პროცესში აქტიური ვითანამშრომლოთ. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტზე მუშაობის პროცესი საკმაოდ გამჭვირვალედ და მაღალი ჩართულობის სტანდარტით მიმდინარეობს. ონლაინ შეხვედრისას, ცალკეულმა ორგანიზაციებმა დღესაც გამოთქვეს გარკვეული კრიტიკა, მაგრამ რეალური სამართლებრივი არგუმენტები ვერ წარმოადგინეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს კანონპროექტზე მუშაობა, რადგან კანონის მიღებას ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი შშმ პირი ელოდება“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღება მიმდინარე კვირაში, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე იგეგმება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა