logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: ვინც ხმა არ მისცა კონსტიტუციურ ცვლილებებს, თავის ამომრჩეველთან, ქართულ საზოგადოებასთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან აგებს პასუხს
მამუკა მდინარაძე: ვინც ხმა არ მისცა კონსტიტუციურ ცვლილებებს, თავის ამომრჩეველთან, ქართულ საზოგადოებასთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან აგებს პასუხს
17:44 29.06.2020
„ვინც დღეს ხმა არ მისცა კონსტიტუციურ ცვლილებებს, თავის ამომრჩეველთან, ქართულ საზოგადოებასთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან აგებს პასუხს. საერთო კონსენსუსი რომ ყოფილიყო, შეიძლება უკეთესიც ყოფილიყო ისევ მათთვის, თუმცა ჩვენ მათ გარეშეც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა რუსთავი-2-ის ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, კონსტიტუციური კანონპროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობის შემდეგ, რადიკალური ოპოზიცია სპეკულირებდა, რომ თითქოს მათ გადაარჩინეს პროპორციული სისტემა და ეს იყო ისეთივე ტყუილი, როგორ ტყუილებზეც იყო მათ მიერ აგებული ორწლიანი კამპანია რუსთავი 2 -ს საქმეზე, რომ თითქოს ვიღაც იჩაგრებოდა, რაზეც სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი.

მამუკა მდინარაძემ, ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელმა დღემ ნაცმოძრაობის და მის სატელიტების - ე.წ ევროპული საქართველოს სრული ლუსტრაცია გააკეთა, რომლებმაც წერტილი დაუსვეს თავის პოლიტიკურ მომავალს.

„დღეს, ჩვენ აღვასრულეთ ხალხის ნება, საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ნება. გარდა იმისა, რომ 8 მარტის შეთანხმება ძალაში შევიდა და აღსრულდა, მივიღეთ პროპორციულთან მიახლოებული სისტემა. ეს არის ისტორიული დღე, რომელიც ნაც მოძრაობისთვის აღმოჩნდა ისტერიული დღეს და ამას მოწმობს მათ მიერ დაორგანიზებული რამდენიმე ათეული ახალგაზრდის აქცია რომელიღაც კრიმინალის გამოშვების მოთხოვნით. ფაქტია, როდესაც ჩვენ ვიღებდით კონსტიტუციურ ცვლილებებს, ისინი მართავდნენ საპროტესო აქციას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებით გაიმარჯვა საქართველომ, რომელმაც გააუმჯობესა დემოკრატიის ხარისხი - ქვეყნის უზენაეს კანონში აისახა გადაწყვეტილება, რომელიც სრულად მიახლოებულია პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან.

„2020 წელს ჩავატარებთ არჩევნებს, რომელიც იქნება, ასევე, დემოკრატიის მაღალი ხარისხით გამორჩეული და გაიმარჯვებს ისევ საქართველო და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტია“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა