logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: „ფეიკ ნიუსის“, პროპაგანდისა და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების წინააღმდეგ ჩვენი ტაქტიკაა აბსოლუტური გახსნილობა და ტრანსპარენტულობა
გიორგი გახარია: „ფეიკ ნიუსის“, პროპაგანდისა და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების წინააღმდეგ ჩვენი ტაქტიკაა აბსოლუტური გახსნილობა და ტრანსპარენტულობა
16:58 29.06.2020
სამწუხაროდ, სანამ აქტიური საარჩევნო პროცესი დაიწყებოდა, ძალიან სამწუხაროდ, საერთოდ მედია გარემო და მედია სივრცე გახდა უაღრესად ტოქსიკური. მე, უბრალოდ, მინდა გთხოვოთ თქვენ, რომ ამის ნაწილი არ გახდეთ, იმიტომ რომ ეს ჩვენი სამოქალაქო საზოგადოებაა, ესაა ის სივრცე, სადაც ჩვენი ქვეყნის მომავალს ვქმნით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს იმ კითხვის პასუხად განუცხადა, რომელიც თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ „ფეიკ ნიუსების“ წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ტყუილს, მასზე აგებულ პროპაგანდასა და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას სახელისუფლებო გუნდი გახსნილობის და ტრანსპარენტულობის ტაქტიკით ებრძვის.

„სქემა მუშაობს შემდეგნაირად: პირველი - ტყუილი, „ფეიკ ნიუსი“, შემდეგ, ამ ტყუილზე აგებული პროპაგანდა, ჩვეულებრივი პროპაგანდისტული ინსტრუმენტები და შემდგომ უკვე საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება. საბედნიეროდ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ყველაფერი ტყუილზეა დაფუძნებული, სიცოცხლის ვადა, ასეთ „ფეიკ ნიუსს“, პროპაგანდას და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას აქვს ძალიან მოკლე, ხშირად ეს არის ერთი დღე, ზოგჯერ შესაძლოა იყოს რამდენიმე, 3-4 დღე. რა არის ახლა ჩვენი ტაქტიკა ამის წინააღმდეგ, მარტივად გეტყვით - აბსოლუტური გახსნილობა და ტრანსპარენტულობა. ახლა მე რომ ვდგავარ აქ და გიყვებით, ეს ამას ნიშნავს. ისე როგორც, მაგალითად ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს ვესაუბრებოდით კოვიდის ნაწილში. რეალური რისკი იყო. ჩვენ ჩვენი მოქალაქეები დავკარგეთ, მაგრამ არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ხელისუფლებას ან მთავრობას ეს კრიზისი თავის ინტერესებში გამოეყენებინა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით ღიად, ტრანსპარენტულად , მძიმეც რომ ყოფილიყო სიმართლე, ამ სიმართლეს ჩვენს მოქალაქეებს ვუყვებოდით და მათი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში იყო აბსოლუტურად გამჭვირვალე. დიდ ხანს ვისაუბრებ ამ თემაზე. ახლა, რატომ არ მუშაობს ეს ყველაფერი, ორი მიზეზია და ეს შეგიძლიათ თქვენს „ბოსსებსაც“ გადასცეთ. პირველი - როცა ტყუილს ეფუძნება, დღეს, არა მარტო საქართველოში, მაგრამ განსაკუთრებით საქართველოში, გლობალურადაც, ინფორმაცია უკვე ჩაკეტილი არ არის, ჰორიზონტალურად ვრცელდება. ინფორმაციის გავრცელების უამრავი წყარო არსებობს. ერთი ცალკეული აღებული ადამიანი არის უკვე მედია, პატარა, მაგრამ მედია. ამიტომ, ჩვენ ახლა ასეთი თითოეული ჩვენი მოქალაქის მედიასაშუალებად, სიმართლის გამავრცელებლად გარდაქმნას ყველანაირად შევუწყობთ ხელს, იცით რატომ? რომ „ფეიქ“-ს, პროპაგანდას და მანიპულირებას დავუპირისპირდეთ. სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს,“- აღნიშნა პრემიერმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა