logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: მინდა, თითოეულ პარლამენტარს მივულოცო ეს შედეგი, ყველას, ვინც ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა მისცა, ვინც შეძლო, ქვეყნის ინტერესები მის პირად, ეგოისტურ ინტერესებზე მაღლა დაეყენებინა
გიორგი გახარია: მინდა, თითოეულ პარლამენტარს მივულოცო ეს შედეგი, ყველას, ვინც ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა მისცა, ვინც შეძლო, ქვეყნის ინტერესები მის პირად, ეგოისტურ ინტერესებზე მაღლა დაეყენებინა
15:21 29.06.2020
მინდა, თითოეულ პარლამენტარს მივულოცო ეს შედეგი. ყველას, არ აქვს მნიშვნელობა, ვინც ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა მისცა, ვინც შეძლო, ქვეყნის ინტერესები მის პირად, ეგოისტურ ინტერესებზე მაღლა დაეყენებინა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში, მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება საკონსტიტუციო ცვლილებების პოლიტიკურ მნიშვნელობაზე გაამახვილა. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო და რაც არ უნდა რთული ყოფილიყო, სახელისუფლებო გუნდმა მოახდინა სრული მობილიზება, გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა, პირველ რიგში, მოქალაქეებისთვის და ამ ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციის, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შეუქცევადობის გამო.

„ახლა რაც შეეხება პოლიტიკურ მნიშვნელობას: ეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ჩვენ გვაახლოებს უფრო პროპორციულ და, საბოლოო ჯამში, პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან, ჩემთვის პირადად ნიშნავს რამდენიმე სერიოზულ მიღწევას, პირველი - ეს არის შეუბრუნებელი პროცესი, რომელზეც დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ელიტა 90 წლებიდან ოცნებობდა და ვერავინ ეს ვერ გააკეთა, ეს შეძლო „ქართულმა ოცნებამ“, რაც არ უნდა რთული ყოფილიყო სახელისუფლებო გუნდმა მოახდინა სრული მობილიზება და გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების და ამ ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციის, ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების შეუქცევადობის გამო. აქ ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საქართველოს შემდგომი დემოკრატიზაცია და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის შეუქცევადი და ამას მივეცით ხმა. ვინც გარკვეული, ვიწრო პოლიტიკური, ეგოისტური ინტერესებიდან გამომდინარე ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ხმა არ მისცა და ამას ამართლებს აბსოლუტურად გაურკვეველი, კრიმინალური, მეტსაც ვიტყვი, ქეისებით, ეს თავის გამართლება უბრალოდ არ იმუშავებს, თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე და კიდევ ერთხელ მინდა, თითოეულ იმ ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა რომელ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ, ვინც ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა მისცა, მივულოცო და მადლობა გადავუხადო,“ - აღნიშნა პრემიერმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა