logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: შავი ზღვა არის საქართველოს მომავალი და მეზღვაურიც მომავლის პროფესიაა
გიორგი გახარია: შავი ზღვა არის საქართველოს მომავალი და მეზღვაურიც მომავლის პროფესიაა
14:58 29.06.2020
შავი ზღვა არის ამ ქვეყნის მომავალი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკონომიკურად, პოლიტიკურად, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობისთვის, შავი ზღვა არის საქართველოს კარიბჭე და შავი ზღვა არის საქართველოს მომავალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბათუმში, მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყანა ეკონომიკურად ვერაფერს მიაღწევს, თუ მეზღვაურის პროფესია არ გახდა ამ ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული და საჭირო.

გილოცავთ მეზღვაურის საერთაშორისო დღეს. დღეს ეს განსაკუთრებით აღსანიშნავია, იმიტომ, რომ გადაზიდვები საერთაშორისო ვაჭრობის 90 პროცენტზე მეტი მოდის საზღვაო გადაზიდვებზე. თქვენ რომ არ იყოთ, მსოფლიო, ეკონომიკა ფაქტიურად გაჩერდებოდა. ეს ძალიან კარგად გვესმის და მინდა განსაკუთრებით ამ კრიზისში, ეს დღე მოგილოცოთ. საქართველოს დღეს 12 000-ზე მეტი მეზღვაური ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა დროშის ქვეშ შრომობენ ქვეყნისთვის, გლობალურად, ვაჭრობის და ზღვაოსნობის განვითარებისთვის. თითოეულ იმ ადამიანს, ახლა ვინც ზღვაშია, მინდა მათ, პირველ რიგში, მივულოცო ეს დღე და ვუსურვო შინ მშვიდობით დაბრუნება. საქართველოს რაც შეეხება, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შავი ზღვა არის ამ ქვეყნის მომავალი, შავი ზღვა არის ჩვენი ბედი და შავი ზღვა არის საქართველოს კარიბჭე და ჩვენ ეკონომიკურად ვერაფერს მივაღწევთ, თუ მეზღვაურის პროფესია არ გახდა ამ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული, საჭირო და თუ მეზღვაურის განათლება ხარისხობრივად უფრო და უფრო არ განვითარდა. სწორედ ამიტომ, პროფესიაც სულ უფრო და უფრო აქტიურად ამოგვყავს პრიორიტეტებში. მოგეხსენებათ, რომ ფოთში დავიწყეთ საზღვაო აკადემიის ფილიალის მშენებლობა, იმიტომ, რომ შავი ზღვისპირეთში უნდა გავიშალოთ. საქართველოში რაც უფრო მეტ მეზღვაურს მოვამზადებთ, ეს ჩვენი ეკონომიკის სიძლიერის მაჩვენებელი იქნება. საბედნიეროდ, ჩვენი აკადემია ამზადებს ღირსეულ კადრებს, რომელზეც მოთხოვნა გლობალურად მაღალია. დღეს ჩვენი მეზღვაურები, რომლებიც შრომობენ სხვადასხვა დროშის ქვეშ, სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიებში, ჩვენს ქვეყანას უკვე ეხმარებიან, ეხმარებიან ბევრ ბათუმელს, თავიანთ ოჯახებს, საქართველოს ბევრ მოქალაქეს. გილოცავთ მეზღვაურის საერთაშორისო დღეს. გვახსოვდეს, რომ შავი ზღვა და მეზღვაურის პროფესია არის ამ ქვეყნის მომავალი. ვერაფერს ვერ მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის ძირითადი ფუნქციის - ლოგისტიკური ჰაბის წარმატებით განხორციელებისათვის, თუ საზღვაო ინფრასტრუქტურა ქვეყანაში არ იქნა მძლავრი, განვითარებული და რაც მთავარია, თუ არ გვეყოლება გლობალურად ძალზედ პატივსაცემი, მაღალი ხარისხის პროფესიონალი მეზღვაურები. შავი ზღვა არის ამ ქვეყნის მომავალი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკონომიკურად, პოლიტიკურად, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობისთვის, შავი ზღვა არის საქართველოს კარიბჭე და შავი ზღვა არის საქართველოს მომავალი. შავი ზღვა თუ საქართველოს მომავალია, მეზღვაურიც, რა თქმა უნდა, არის მომავლის პროფესია, გილოცავთ მეზღვაურის საერთაშორისო დღეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა