logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა
12:33 29.06.2020
საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ რიგგარეშე სესიის 29 ივნისის პლენარული სხდომაზე 117 ხმით, საბოლოო - მესამე მოსმენით მიიღო.

2020 წლის 29 ივნისიდან მოწვეული პარლამენტის რიგგარეშე სესია საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად, რომელიც კოლეგებს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გააცნო, დღეიდან შეუდგა მუშაობას.

სესია სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, რის შემდეგაც, პირველივე საკითხად პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ III მოსმენით განიხილა.

საკითხი პარლამენტის წევრმა ირაკლი კობახიძემ გამოიტანა და განაცხადა, რომ მეორე მოსმენის შემდეგ კანონპროექტში მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებების შეტანაა შესაძლებელი. მან სწორედ სარედაქციო ხასიათის ცვლილებები გააცნო კოლეგებს, რომლებიც იურიდიული დეპარტამენტთან, სარედაქციო ჯგუფთან ერთად განხილვის საფუძველზე იქნა წარმოდგენილი.

ამგვარად, კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30 პარლამენტის წევრისაგან. გარდა ამისა კონსტიტუციური კანონის პროექტით რეგულირდება პარლამენტის წევრთა მანდატების განაწილებასთან, საარჩევნო ბარიერთან და ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებთან დაკავშირებული საკითხები.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პროექტში რამდენიმე ტექნიკური ხასიათის, სარედაქციო ხასიათის ცვლილება იმგვარადაა შეტანილი, რომ არავითარი ფორმით არ იცვლება შესაბამისი ნორმების შინაარსი.

რედაქციული ხასიათის შენიშვნები სხდომაზე არავის ჰქონდა. დასკვნით სიტყვაში ირაკლი კობახიძემ კოლეგებს კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„დღეს არის ისტორიული კენჭისყრა, თამამად შეიძლება ითქვას და დღევანდელი დღე, დღევანდელი კენჭისყრა იქნება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, წინგადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობით, რომელიც გვაკისრია, მათ შორის 8 მარტის შეთანხმებით. იმ შეთანხმებით, რომელიც ჩვენ გავაფორმეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანდასწრებით. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ მხარდაჭერისკენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ კანონპროექტის წარდგენისას.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა