logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ჩიხურ მდგომარეობაშია შესული
ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ჩიხურ მდგომარეობაშია შესული
08:34 02.06.2020
„ჩვენ ვმოქმედებთ 8 მარტის შეთანხმების შესაბამისად. ამ შეთანხმების საფუძველზე ავიღეთ ვალდებულება, რომ ავამოქმედოთ ახალი, 120/30-ზე საარჩევნო სისტემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტვ „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, თითოეული პარტია უნდა მოქმედებდეს ამ შეთანხმების შესაბამისად.

„სამწუხაროდ, 2 პოლიტიკური პარტია უარს აცხადებს ამ დოკუმენტის მხარდაჭერაზე პარლამენტში, რაც უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა. ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი პასუხისმგებლობის შესაბამისად და „ქართული ოცნების“ მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ამ დოკუმენტის სრული მხარდაჭერა პირველ, მეორე და მესამე მოსმენაზე. ჩვენ გვაქვს გაწერილი გეგმა-გრაფიკი საკონსტიტუციო ცვლილებების განსახილველად. იგი შედგება 2 სატელევიზოო ფორმატის შეხვედრებისგან საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის, რის შემდეგაც დოკუმენტი გადაინაცვლებს ოფიციალურ საპარლამენტო განხილვაზე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისი ინფორმაციით, 21- ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით პარლამენტმა უკვე 3 მოსმენით უნდა მიიღოს საბოლოოდ ეს დოკუმენტი.

„რა თქმა უნდა, სასურველია ოპოზიციამ ხმა მისცეს ამ დოკუმენტს სრულად, თუმცა მაღალია ალბათობა იმისა, რომ მათი ხმების გარეშეც გავიდეს ეს დოკუმენტი, და თუ არ გავა, თეორიულად ასეც რომ წარმოვიდგინოთ, ამ შემთხვევაშიც არაფერი მძიმე არ ხდება - არჩევნები ჩატარდება 77/73-ზე სისტემით, რომელიც არის ასეთივე ლეგიტიმური. თუმცა ჩვენი სურვილია გავიდეს. ამ შეთხვევაში, საქართველოში პირველად ამ 30 წლიანი ისტორიის მანძილზე მოხდება ის, რომ არჩევნები ჩატარდება ისეთი სისტემით, რომელიც იქნება სრულად შეთანხმებული მთელი პოლიტიკური სპექტრის მიერ.

ჩვენ უკვე ვემზადებით ამ არჩევნებისთვის, რომელიც იქნება აბსოლუტურად თავისუფალი და სამართლიანი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებამ იცის და საერთაშორისო პარტნიორებმა იციან, რომ გაფორმდა შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც წარმოდგენილი 120/30-ზე საარჩევნო სისტემა არის მისაღები ყველასთვის. შესაბამისად, მას მიაჩნია, რომ ყველა პარტიამ მხარი უნდა დაუჭიროს მას და თუ ვინმე არ დაუჭერს მხარს, დარჩება ამ ერთიანობის მიღმა, რაც იქნება პოლიტიკურად მისთვისვე დამაზიანებელი. ირაჯკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიებისთვის არჩევნებმა დაკარგა აზრი.

„რეიტინგების მიხედვით ამ ორი პარტიიდან ერთს აქვს 12% მხარდაჭერა, ხოლო მეორეს - 3%. ეს მათაც იციან. ბუნებრივია, ისინიც ატარებენ სოციოლოგიურ კვლევებს, შესაბამისად, მათთვის არჩევნებმა უკვე დაკარგა აზრი და ბუნებრივად გადავიდნენ დესტრუქციული სცენარისკენ, თუმცა ამ დესტრუქციასაც სჭირდება თავისი მყარი საფუძველი და სახალხო მხარდაჭერა. აქაც იმდენად სუსტია მათი სახალხო მხარდაჭერა, რომ ეს დესტრუქციული სცენარიც მათი წარუმატებლობისთვისაა განწირული. მათ არ აქვთ პოზიტიური სვლა. აქედან გამომდინარე, აცხადებენ უარს, მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ყველა თამაში მათთვის წაგებულია და ასეთ ჩიხურ მდგომარეობაში არიან შესული“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა