logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი სპივაკი სააკაშვილზე: უნდა ძალაუფლება, უნდა მართვა, უკრაინა იქნება თუ სლოვაკეთი სულ ერთია, მთავარია, თავისი გუნდი გამოკვებოს
დიმიტრი სპივაკი სააკაშვილზე: უნდა ძალაუფლება, უნდა მართვა, უკრაინა იქნება თუ სლოვაკეთი სულ ერთია, მთავარია, თავისი გუნდი გამოკვებოს
20:37 22.05.2020
"მე ვერ წარმოვიდგენ, რომ ლეონიდ კუჩმამ ქალაქ თბილისის მერობა მოინდომოს, ან საქართველოს მთავრობის პემიერობა, ან რაიმე სხვა თანამდებობა ან სარკოზიმ - აცხადებს პოლიტოლოგი დმიტრი სპივაკი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ მონას უწოდებს.

მისი თქმით, სააკაშვილის ენერგია არაპროგნოზირებადია, მართვის სურვილი კი დაუოკებელი.

"რატომ ვუწოდებ მე მას პოლიტიკურ მონას? იმიტომ, რომ ქართულ ხელისუფლებაში დაბრუნება მას არ გამოსდის. ბოლო ხუთი თვის განმავლობაში მისი ჩართვები ტელევიზიით ხდება მხოლოდ ოდესის ტელეარხებიდან, სადაც საუბრები მხოლოდ ოდესაზეა. მთელმა ოდესამ იცის, რომ მას ქალაქის მერობა სურს, შტაბი შექმნილია, გუნდი შექმნილია. ბოლოს ჩატარდა გამოკითხვა და რა შედეგი დაიდო? მხოლოდ და მხოლოდ 5 ანუ ოდესელების 5 %-ს სურს სააკაშვილი ქალაქის მერად. აი, ზუსტად მაშინ ისინი მიხვდნენ, რომ ეს ბოლო შანსია და სასწრაფოდ რამე უნდა მოიმოქმედონ, იმიტომ, რომ სააკაშვილის მდუღარე ენერგია არაპროგნოზირებადია, მართვის სურვილი კი დაუოკებელი. მისი ამერიკელი პარტნიორები, კიდევ ერთხელ გავმეორდები, რომ მას სერიოზული კავშირები აქვს, თვითონაც ნორჩი ყმაწვილი არ არის, მძიმე წონით კატეგორიაშია, მე ხომ მის ღირსებებს არ ვაკნინებ. ორჯერ იყო საქართველოს პრეზიდენტი, მაგრამ მე იმის თქმა მინდა, რომ რეფორმები, რომლებსაც ესე წარმოგვიდგენს უფრო ცხონებულ კახა ბენდუქიძეს ეკუთვნის, ეს კი ამ იდეების გამტარი ლოკომოტივი იყო" - აცხადებს სპივაკი.

მისი თქმით, ჩვენ ვცხოვრობთ გარემოებებში, სადაც არაფერი იმალება.

"მე არ ვიცი არც ერთი პოლიტიკოსი, ვისაც ერთი პოლიტიკური პარტია საქართველოში აქვს, მეორე პოლიტიკური პარტია უკრაინაში, მონაწილეობს არჩევნებში საქართველოში, მონაწილეობას იღებს არჩევნებში უკრაინაში. ანუ უნდა ძალაუფლება, უნდა მართვა, უკრაინა იქნება თუ სლოვაკეთი სულ ერთია, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია, რომ თავისი გუნდი გამოკვებოს" - აცხადებს სპივაკი.

პოლიტიკოსს ასევე აინტერესებს, საიდან ფინანსები.

"ისინი ხომ უკვე ოთხი წელია არსად მუშაობენ - საიდან ეს ყველაფერი? გასტროლები, მისვლა-მოსვლა, ოფისები, მანქანები, დაცვა, ვინმე ინახავს? გასაგებია, რომ მას გარკვეულწილად ეხმარებიან რაღაც ამერიკული ფონდები, ტრანსნაციონალური კორპორაციები, იმიტომ რომ სააკაშვილისნაირი ძლიერი აგენტები საჭიროა საქართველოშიც და სხვაგანაც, მაგრამ საქმე მარტო ამაში არ არის. ჯერ ერთი, როგორც უკვე ავღნიშნე ეს პოლიტიკური მონობაა" - აცხადებს სპივაკი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა