სოფო კილაძემ გაეროს ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა
19:07 22.05.2020
წელს პირველად პანდემიის გამო, ტრადიციული სტოქჰოლმის დისკუსია ონლაინ ფორმატში ჩატარდა. დისტანციურ ფორუმზე, გაეროს წევრი ქვეყნების
წამომადგენლებმა ისაუბრეს პარლამენტების როლზე უსაფრთხოების მმართველობის კუთხით და მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული სირთულეები განიხილეს. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა პანდემიის დროს საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ნაბიჯებზე, როგორც ჯანდაცვის მიმართულებით, ასევე ეკონომიკური კუთხით. სოფო კილაძემ მონაწილეებს ასევე გააცნო საქართველოს პარლამენტის და უშუალოდ კომიტეტის საქმიანობა კოვიდ 19 -თან წინააღმდეგ ბრძოლაში.