პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უძღვებოდა, ბიუროს წევრებმა პლენარული სხდომის დღის
წესრიგისათვის დამატებული საკითხები განსაზღვრეს.
წარმოდგენილი ინფორმაციით, დღის წესრიგს დაემატა მესამე მოსმენით განსახილველი კანონპროექტები: "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ", "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ", რომლებსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.
ბიურომ საორგანიზაციო საკითხებიც განიხილა.
არჩილ თალაკვაძემ კოლეგებს გააცნო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კომიტეტი გეგმავს თემატურ მოკვლევას, რომლის მიზანია საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ფიზიკური და სპორტული აქტიურობისათვის ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბება.
ამის შემდეგ, ბიუროს წევრებმა პლენარულ სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც კანონმდებლებმა დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხების განხილვა გააგრძელეს.