logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ანრი ოხანაშვილი რომან გოცირიძეს: პოლიტიკურად გალაწუნებული ვინ დადიხართ, თქვენი გადაწყვეტილებებიდან ჩანს
ანრი ოხანაშვილი რომან გოცირიძეს: პოლიტიკურად გალაწუნებული ვინ დადიხართ, თქვენი გადაწყვეტილებებიდან ჩანს
16:53 22.05.2020
„რაც შეეხება გალაწუნებას, მე თქვენ ამას არ გაკადრებთ, თუმცა, პოლიტიკურად როგორ დადიხართ გალაწუნებული, ჩანს თქვენი გადაწყვეტილებებიდან. თქვენ გუშინ გამობრძანდებით და ისაუბრებთ კანონპროექტის არაკონსტიტუციურობაზე, საღამოს კი, კენჭისყრის დროს მხარი დაუჭირეთ ჩვენს მიერ წარმოდგენილ პროექტს. თქვენმა კოლეგამ თინა ბოკუჩავამ, ამას არ დაუჭირა მხარი. ჩამოყალიბდით, ხომ არ გაემიჯნეთ ერთმანეთს, სხვადასხვა პოზიციებს ხომ არ აფიქსირებთ, რომ ვიცოდეთ ჩვენც და ჩვენმა საზოგადოებამაც“, - ასე მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს პლენარულ სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვისას.

ანრი ოხნაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგას ურჩია ასეთი ტერმინოლოგიით არ ისაუბროს.

„თუ ქუჩაში გინდათ რომ გავიდეთ და საზოგადოებას ვკითხოთ აზრი, გთავაზობთ გავიაროთ ქუჩაში, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მოგვიწევს ჩვენი საზოგადოების დამშვიდება და დაწყნარება იმისათვის, რომ რეაქციები არ ჰქონდეთ თქვენს ასეთი უტაქტო გამონათქვამებზე“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი არ აყვება სპეკულაციებს და გააგრძელებს საზოგადოების მნიშვნელოვანი საქმის კეთებას.

„ჩვენ კიდევ ბევრჯერ ჩავაბარებთ ტესტს იმაში, რომ დავიცვათ ეფექტიანად ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. შესაბამისად, კანონი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ მაქსიმალურად დაბალანსებულია, თანაზომიერია, პროპორციულია და უზრუნველყოფს ერთ უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ მიზანს, რომელიც შესაძლებელია თქვენთვის არ არის მნიშვნელოვანი და ეს არის საზოგადოების ჯანმრთელობა. ამიტომ, მოეშვით პოლიტიკურ სპეკულაციებს.

რაც შეეხება შეკვეთებს ბატონო რომან, როგორც ჩანს თქვენ შეკვეთების რიტორიკას არ ცვლით. ბატონი მერაბიშვილი რას უკვეთავდა და რას იღებდით, ესეც კარგად ვიცით. განაჩენი რომ კანონიერ ძალაშია შესული როგორც პოლიტიკურად, ასევე სამართლებრივად, ესეც ვიცით. თუ ამ რიტორიკით გააგრძელებთ და როგორც ჩანს აგრძელებთ სვლას, კიდევ დიდხანს დარჩება ეს განაჩენი ძალაში“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა