logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ანრი ოხანაშვილი: „ქართული ოცნების“ გუნდმა საზოგადოების წინაშე ოპერატიული მოქმედების, სწრაფი რეაგირების, გადაწყვეტილებების ეფექტიანად და სწრაფად მიღების ტესტი ჩააბარა
ანრი ოხანაშვილი: „ქართული ოცნების“ გუნდმა საზოგადოების წინაშე ოპერატიული მოქმედების, სწრაფი რეაგირების, გადაწყვეტილებების ეფექტიანად და სწრაფად მიღების ტესტი ჩააბარა
16:49 22.05.2020
„ჩვენს მიერ გუშინ გახმოვანებულმა კონკრეტულმა წინადადებამ, რომ ეს იქნებოდა დროებითი ღონისძიება და დამატებით კიდევ იმაზე მითითება, რომ ეს იქნება კონკრეტული ვადით - 15 ივლისამდე შემოფარგლული ღონისძიება, რაც უკვე აისახა პროექტში, ყოველგვარ სპეკულაციას დაუსვა წერტილი“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებების განხილვისას.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდმა საზოგადოების წინაშე ჩააბარა ოპერატიული მოქმედების, სწრაფი რეაგირების, გადაწყვეტილებების ეფექტიანად და სწრაფად მიღების ტესტი.

„შედეგი სახეზეა - ჩვენ მაქსიმალურად დავიცავით ჩვენი საზოგადოების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. მთავრობამ, ჩვენი გუნდის წევრებმა გაატარეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები იმისათვის, რომ მაქსიმალურად შეეკავებინათ ამ ვირუსის გავრცელება. მთავრობასთან ერთად, საქართველოს პარლამენტი აქტიურად იყო და არის ჩართული ამ პროცესების მართვაში. სწორედ, პარლამენტის დამსახურებაა ის, რომ ჩვენ მივიღეთ საგანგებო მდგომარეობის დროს იზოლაციის და კარანტინის მარეგულირებელი წესები და სწორედ, ჩვენი დამსახურებაა, რომ პარლამენტი იღებს აღნიშნული საკითხების შემდგომი რეგულირების მექანიზმებს“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საუბარი იმაზე, რომ ვინმე, რაიმე ფორმით, ვინმეს უფლებაში უხეშად ერევა, ეს წმინდა წყლის სპეკულაციაა.

„ჩვენ შემოვიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში აპრობირებული თანაზომიერების პრინციპი, პროპორციული შეზღუდვა უფლებებში და რაც მთავარია, დაცული სიკეთე უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე შესაბამის უფლებებში ჩარევის შედეგად შეზღუდული სიკეთე. ჩვენ, ასევე ინტენსიურად ვიმუშავეთ სახალხო დამცველთან ერთად და გათვალისწინებულია მთელი რიგი რეკომენდაციები“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა