logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციას: გეშინიათ საარჩევნო გალაწუნების, მაგრამ ეს გალაწუნება მაინც მოგიწევთ
დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციას: გეშინიათ საარჩევნო გალაწუნების, მაგრამ ეს გალაწუნება მაინც მოგიწევთ
16:33 22.05.2020
"ჩვენ ვართ პანდემიის რეჟიმში, მსოფლიო ცხოვრობს განსხვავებული რეჟიმით და ამიტომ ჩვენც გვჭირდება განსხვავებული მიდგომები, განსხვავებული გადაწყვეტილებები, უფრო მეტი გონივრულობა და ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა, როცა საქმე საზოგადოების ჯანმრთელობა და ქვეყნის ინტერესს ეხება. მე ვფიქრობ, ის არჩევანი, რაც სხვადასხვა ფორმულირებით იქნა მოცემული, სამი არჩევანიდან ერთი უნდა გავაკეთოთ. სხვა არჩევანი ნამდვილად არც გვაქვს, იმიტომ რომ ის შემოთავაზება, რასაც ჩვენი ოპონენტები გვთავაზობენ, თავიდან შეფარულად დაიწყეს, მაგრამ შემდეგ ღიად გაამჟღავნეს, რომ საგანგებო მდგომარეობა გავაგრძელოთ, ანუ კრძალავენ იმას, რასაც თვითონ ითხოვენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა მივიღოთ და ამ დროს ხაფანგს აგებენ, სადაც საკონსტიტუციო ცვლილება გაებმევა ხაფანგში და ვერ გავაგრძელებთ ამ პროცესს" - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე.​

"საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების რაც არ უნდა მცირე მცირე ლოკაციას იყოს, ის შეაფერხებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაგრამ მთავარი არის, ის რომ ჩვენ რითიც დავიწყეთ, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ჩვენ გვინდა თუნდაც ამ ნაწილში საგანგებო მდგომარეობა მოვხსნათ იმის გამო, რომ ეს შეზღუდვები არ იყოს იმდაგვარი მძიმე, როგორიც იყო აქამდე, თუმცა ამ სიმძიმემ მოიტანა ის შედეგი, რა შედეგიც გვაქვს, რომ ჩვენ ეპიდემიოლოგიურად სასიკეთოდ გამოვიყურებით ძალიან ბევრ ქვეყანასთან შედარებით. თუმცა ასევე გასათვალისწინებელია, რომ ეს არის შუალედური პოზიტიური შედეგი და თუ ჩვენ ის შეზღუდვები, რომელიც ამ კრიზისულ ვითარებას სწორად მართავს და მთავრობას მისცემს ამის საშუალებას, შესაძლოა ეს სასურველი შედეგი ძალიან მძიმე შედეგად ვაქციოთ. იმიტომ, რომ ვირუსის ხასიათი, პანდემიის ხასიათი უკვე ჩანს. იმ ქვეყნებმა, სადაც წინააღმდეგობა არაადექვატურად იქნა შეფასებული, სადაც რეგულაციები იქნა დაგვიანებული ან საერთოდ არ იქნა შემოღებული, იქ ძალიან მძიმე შედეგი დადგა. არადა პანდემია არ დასრულებულა, ამას გვეუბნევიან მსოფლიო მნიშვნელობის ეპიდემიოლოგები და ჩვენი სპეციალისტები, რომელთა როლი ამ პოზიტიურ შედეგთან დაკავშირებით ძალიან დიდია. ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სრულიად ნათლად და გასაგებად გვეუბნევა, რომ ერთბაშად არ იქნეს მოხსნილი ეს რეგულაციები, თორემ ეს სახიფათოა. თქვენ ძალიან ბევრი უფლებები და რეგულაციები ახსენეთ, კი ბატონო, მაგრამ არავის გიხსენებიათ ის მთავარი - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია, რომ შეინარჩუნეთ რეგულაციები ის, რაც სავალდებულოა. მე მესმის, რომ რთულია შეზღუდვების რეჟიმში ცხოვრება, მაგრამ უფრო რთულია იმ რეჟიმში ცხოვრება, როცა პაციენტები სასუნთქ აპარატზე არიან შეერთებულნი, როცა ექიმები ძალიან მძიმე არჩევანს აკეთებენ - ვიღაცას უმკურნალონ და ვიღაცას არა, იმიტომ რომ მისთვის აღარ არის ადგილი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება აქ, პარლამენტში უნდა იქნეს მიღებული და სწორედ ეს არის პარლამენტის როლი, რომ სწორი პოლიტიკა განსაზღვროს, დააზღვიოს მოსახლეობის ჯანმრთელობა, დააზღვიოს ქვეყნის ინტერესები და მისი უსაფრთხოება. სწორედ ამიტომ აქ ხდება ამ კანონის მიღება და ჩვენ მთავრობას უფლებას ვაძლევთ, რომ გონივრულად მართოს პროცესი, როგორც აქამდე შეძლო და იმედია ამის შემდეგაც შეძლებს. ეს არის იმ შემთხვევა, როცა ამ დროს საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებისგან უნდა გავთავისუფლდეთ. მე მესმის ოპოზიციას რატომ გინდათ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება და სამი ალტერნატიული ვარიანტიდან ირჩევთ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას, იმიტომ რომ გინდათ მოსახლეობა უფრო მძიმე რეგულაციების ქვეშ იყოს და ასევე გინდათ, რომ საარჩევნო პროცესი ჩაიშალოს, და მერე აქეთ გადმოგვაბრალოთ, იმიტომ რომ გეშინიათ საარჩევნო გალაწუნების და გინდათ გაწელოთ ეს დრო, რომელსაც დააბრალებთ სხვას. მაგრამ ეს გალაწუნება მაინც მოგიწევთ, იმიტომ რომ არჩევნები ჩატარდება ძალიან მალე და საზოგადოების ეს სილა იქნება საბოლოო პოლიტიკური დასასრულის დასაწყისი თქვენთვის“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა