logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სულ არის სამი ალტერნატივა: გავაგრძელოთ საგანგებო მდგომარეობა, მივუშვათ კორონავირუსის გავრცელება საქართველოში და მივიღოთ ეს კანონი - ირაკლი კობახიძე
სულ არის სამი ალტერნატივა: გავაგრძელოთ საგანგებო მდგომარეობა, მივუშვათ კორონავირუსის გავრცელება საქართველოში და მივიღოთ ეს კანონი - ირაკლი კობახიძე
16:21 22.05.2020
„მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო მარტივი კითხვა, რომელიც დავსვი და რომელსაც სჭირდება ასევე, მარტივი პასუხი. სულ არის სამი ალტერნატივა. გავაგრძელოთ საგანგებო მდგომარეობა, შეიძლება ეს მოსწონს ოპოზიციის წარმომადგენლებს და გავაგრძელოთ მაშინ საგანგებო მდგომარეობა და ბუნებრივია, ვიცით, რომ ამას თავის შედეგები ექნება. მეორე ვარიანტია მივუშვათ და გავავრცელოთ შეგნებულად კორონავირუსი საქართველოში და მესამე ალტერნატივა არის - მივიღოთ ეს კანონი, რომელიც იმოქმედებს 15 ივლისამდე. მარტივად ვეკითხებით ოპოზიციის წარმომადგენლებს, რა ურჩევნიათ? ერთი, მეორე თუ მესამე? საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, ვირუსის თავის ნებაზე მიშვება თუ ურჩევნიათ ამ კანონის მიღება?! მარტივი კითხვაა და იქნებ მივიღოთ ამ კითხვაზე მარტივი პასუხი“, - აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონპროექტს განიხილავდნენ.

მისი მოსაზრებით კანონში რეგულაციების მოქმედების ვადად 15 ივლისი უნდა განისაზღვროს. ასევე, მისი შემოთავაზებით, შესაძლოა კანონს 2020 წლის 15 ივლისამდე მოქმედი დროებითი ღონისძიებები დაერქვას.

„რაც შეეხება თარიღს, ჩვენ ვფიქრობთ ამ რეგულაციების მოქმედებას 15 ივლისამდე. იურიდიული ტექნიკის კუთხით შემოგთავაზებოდით, რომ ეს თარიღი პირდაპირ ავსახოთ 451 მუხლის სათაურში და პირობითად შეიძლება დაერქვას 2020 წლის 15 ივლისამდე მოქმედი დროებითი ღონისძიებები. ამ შემთხვევაში ეს ვადა გავრცელდება ყველა შემდგომ ნორმაზე, რომელიც არის ასახული ამ მუხლში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა