logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები მხოლოდ დროებითი ღონისძიებები იქნება
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები მხოლოდ დროებითი ღონისძიებები იქნება
15:16 22.05.2020
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც პანდემიით გამოწვეულ შეზღუდვებს ეხება, იქნება მხოლოდ დროებითი ღონისძიებები - ამის შესახებ განცხადება კანონპროექტის ინიციატორთა მხრიდან ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გაკეთდა.

კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად მათ გატანას.

პარლამენტის წევრების: დიმიტრი ხუნდაძის, ილია ნაკაშიძის, ვლადიმერ კახაძის, ზურაბ ხაჩიძის, დიმიტრი მხეიძის, კობა ნაკაიძის საკანონმდებლო ინიციატივა კოლეგებს ერთ-ერთმა ინიციატორმა დიმიტრი ხუნდაძემ წარუდგინა და პირველი მოსმენის შემდეგ პროექტში შესული ცვლილებების შესახებ ინფორმაციაც მიაწოდა.

მანამდე, კანონპროექტის იურიდიული ტექნიკის დახვეწის თვალსაზრისით განხორციელებული მუშაობის თაობაზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ისაუბრა და განაცხადა, რომ მთელ რიგ საკითხებზე, რაზეც კითხვის ნიშნები გაჩნდა კანონპროექტების პირველი მოსმენით განხილვისას, მოხდა შეჯერება. მისი თქმით, სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა სახალხო დამცველი და მისი ყველა რეკომენდაცია ფაქტობრივად გათვალისწინებულია და ასახულია პროექტებში. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მაქსიმალურად დახვეწილი, დაბალანსებული მოდელია მიღებული.

საბოლოოდ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებები იქნება დროებითი, ხოლო კონკრეტულ თარიღზე საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მოხდება შეჯერება.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, კანონპროექტის ინიციატორებმა გაითვალისწინეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი რეკომენდაცია, რომ შეზღუდვები ეტაპობრივად უნდა იყოს მოხსნილი, რადგან მისი ერთიანად მოხსნა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

„ჯანმო პანდემიის სტატუსს არ ხსნის და ეს უნდა გავითვალისწინოთ. შესაძლოა მე-2, მე-3 ტალღასაც ჰქონდეს ადგილი და ჩვენ ექსპერიმენტების დრო არ გვაქვს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ მთავარი მიზანია ხიფათი თავიდან იქნეს აცილებული, სანამ ვაქცინა, ანტივირუსული პრეპარატი გაჩნდება, მოსახლეობის ინტერესები უნდა იყოს დაცული.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, ინიციატორები, რომელთა უმრავლესობა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები არიან და რომელთა უპირველესი მიზანი ადამიანის ჯანმრთელობაა, სამართლებრივი კუთხით ყველა მისაღებ შემოთავაზებას, ბუნებრივია, ყურადღების მიღმა არ დატოვებენ.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტის დახვეწაზე, იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით, აქტიურად მონაწილეობდნენ იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები და კომიტეტების წევრები და მან იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით საბოლოოდ სასურველ შედეგს მიაღწევენ.

სხდომაზე პოზიცია გამოხატა დეპუტატმა მირიან წიკლაურმა, რომლის განცხადებით, თვით მდგომარეობა გვკარნახობს, რომ ოპერატიულად არის მისაღები ღონისძიებები, რათა საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ვითარება პანდემიის მხრივ უმართავი არ გახდეს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილ ვარიანტში გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი წინადადებები, რაც ოპოზიციის მიერ წამოჭრილ ყველა პრობლემას ხსნის.

კანონპროექტებს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა