logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: ირაკლი კობახიძის ინიციატივა ოპოზიციის სპეკულაციურ წუხილებს მოხსნის
მამუკა მდინარაძე: ირაკლი კობახიძის ინიციატივა ოპოზიციის სპეკულაციურ წუხილებს მოხსნის
21:39 21.05.2020
ირაკლი კობახიძის ახალი ინიციატივა თუნდაც იმ სპეკულაციურ წუხილებს მოხსნის, რომელიც ვადასთან არის დაკავშირებული, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა მდინარაძემ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებთან დაკავშირებით პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას.

მისი თქმით, პანდემიის და ეპიდემიის ვადას საქართველოს მთავრობა ან პარლამენტი როდი განსაზღვრავს, ამ ვადას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია საზღვრავს, ხოლო ირაკლი კობახიძის ინიციატივა არის ბოლო წერტილი იმ სპეკულაციების ჩასახსნელად, რასაც დღეს მთელი დღის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან.

„უნდა განვმარტოთ კიდევ ერთხელ, რომ ვადა პანდემიის და ეპიდემიის, აი ამ სიტყვების დათქმის სახით იყო განსაზღვრული, პანდემიას არ განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა ან პარლამენტი, განსაზღვრავს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, მაგრამ ეს არის ბოლო წერტილი იმ სპეკულაციების ჩასახსნელად, რასაც დღეს მთელი დღის განმავლობაში ვისმენდით და ყველა კითხვაზე პასუხი იქნება უკვე საბოლოო გადამწყვეტი, რომ დროებითობა კიდევ უფრო გამყარებული იქნება. გარდა ამისა, ასევე მინდა შევუერთდე ჩემი კოლეგის წეღანდელ მოწოდებას, რომ ამ სამი ვარიანტიდან: ერთ - საგანგებოს გაგრძელებაა, რომელიც რა პრობლემებს ქმნის, მათ შორის კონსტიტუციასთან დაკავშირებით, ვიცით. მეორე - უბრალოდ რომ დავამთავროთ, საგანგებო მდგომარეობა მთავრდება ისედაც ხვალ ღამე 12 საათზე და ამის შემდეგ მივუშვათ ეს პროცესი და მესამე - მხარი დავუჭიროთ ამ დათქმით იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც იძლევა მინიმალური შეზღუდვების დატოვების საშუალებას, რაც ჩვენ გამოგვადგება პანდემიასა და ეპიდემიასთან ბრძოლაში და რაც არ გამორიცხავს თავის მხრივ საკანონმდებლო ორგანოს მაკონტროლებელ ფუნქციას და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ შემთხვევაშიც ხელისუფლების დანაწილების პრინციპიც არ უნდა დაგვავიწყდეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა