პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი ბერაიას
სატელეფონო საუბარი ჰქონდა აშშ-ის კონგრესმენთან, რესპუბლიკელ ბრაიან მასტთან.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის მიმართულებებზე და ამ თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე, ეპიდეიმიოლოგიურ ვითარებაზე და საპასუხოდ გადადგმულ ნაბიჯებზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, რუსეთის უკანონო ქმედებებზე, მათ შორის რუსეთიდან მომდინარე კონვენციურ და ჰიბრიდულ საფრთხეებზე.
საუბრისას, ხაზგასმით აღინიშნა რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობა 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით.
განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი და აღნიშნეს საქართველოს საკითხის აშშ-ის დღის წესრიგში უმაღლეს დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობა.