logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
კახა ოქრიაშვილი IDFI-ს კვლევას პასუხობს
კახა ოქრიაშვილი IDFI-ს კვლევას პასუხობს
13:54 21.05.2020
პარლამენტის დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი IDFI-ს კვლევას პასუხობს. ოქრიაშვილის განცხადებას უვლელად გთავაზობთ:

"მსურს, გამოვეხმაურო არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ს კვლევას, „Covid-19-თან დაკავშირებული გამარტივებული შესყიდვები“ და მცირე განმარტება გავაკეთო საზოგადოებისთვის.

კორონავირუსთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური ვითარების დამძიმების შემდეგ, საზღვრების ჩაკეტვასთან ერთად, ტვირთების ლოჯისტიკური გადაადგილება პრაქტიკულად შეჩერდა. დადგა საშიშროება, რომ ქვეყანა ძირითადი მოხმარების საკვები პროდუქტების დეფიციტის წინაშე დადგებოდა. არსებული ვითარების გამო, დღესაც კი შეიმჩნევა წიწიბურას დეფიციტი და შესაძლოა, იგივე პრობლემა შეხებოდა შაქარს, მარილს, საკვებ ზეთსა და სხვა სახის პროდუქტსაც. ამიტომ საქართველოს მთავრობამ მიიღო უსწრაფესი გადაწყვეტილება და დაიწყო ძირითადი მოხმარების ცხრა დასახელების საკვები პროდუქტის სტრატეგიული მარაგების შექმნა.

იმ პირობებში, როდესაც მნიშვნელოვნად იყო შეზღუდული როგორც ავტოსატრანსპორტო, ისე სარკინიგზო მიმოსვლა ქვეყნებს შორის, ჩემმა მეგობარმა, ბიზნესმენმა კობა კურდღელაშვილმა, რომელიც ამ ბიზნესით ბოლო 25 წელია დაკავებულია, შექმნა ქვეყანაში შაქრის სტრატეგიული მარაგი. მისი ძალისხმევით, საქართველოს მთავრობამ ბელარუსის მთავრობისგან სრულიად ექსკლუზიურ და ძალიან დაბალ ფასად, შეიძინა 5 000 ტონა შაქარი, რაც დღეს საქართველოს მთავრობისავე დაკვეთით, დასაწყობებულია. შეძენილი 5 000 ტონა შაქრის ღირებულება 2 600 000 დოლარს შეადგენს და საინტერესოა, ექსპერტების მოსაზრება და გამოხმაურება, შეძენილი შაქრის ღირებულებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება რუსეთიდან პროდუქტის იმპორტის საკითხს, კობა კურდღელაშვილის მიერ საქართველოში შემოტანილია სულ 136 000 დოლარის ღირებულების მაკარონი, რადგან იმ პერიოდში, რუსეთის ფედერაციის ქალაქი ვლადიკავკაზი ფაქტობრივად ერთადერთი ხელმისაწვდომი მარშრუტი იყო.

აქვე განვმარტავ, რომ როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ხელისუფლებას უფლება აქვს, პროცესების დაჩქარების მიზნით, პირდაპირი კონტრაქტები გააფორმოს კომპანიებთან. ფასთა კვოტირების მეთოდით, შაქრის ყველაზე მისაღები ფასი საქართველოს ხელისუფლებას შესთავაზა სწორედ ბელარუსის ხელისუფლებამ და არა კობა კურდღელაშვილმა. კურდღელაშვილმა გასწია ფასდაუდებელი ლოჯისტიური სამუშაო და შეუქმნა ქვეყანას შაქრის სტრატეგიული მარაგი. ამიტომ ჩემთვის გაუგებარი და სამწუხაროა, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე და სრულიად უანგაროდ მოქმედი ბიზნესმენის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები.

და ბოლოს, აქ მთავარი პრობლემა არის არა იმაში, თუ რომელი ქვეყნიდან შემოდის ესა თუ ის პროდუქტი, არამედ იმაში, რატომ ვერ ვახერხებთ შაქრისა და მაკარონის წარმოებას ქვეყნის შიგნით. ყველას ვურჩევ, სწორედ ამ პრობლემაზე ისაუბრონ და თავი დაანებონ ინსინუაციებს იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც ასეთ მძიმე ვითარებაშიც კი საკუთარ ქვეყნისთვის სტრატეგიული მარაგების შექმნა შეუძლიათ"-აცხადებს ოქრიაშვილი.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა