logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: უახლოეს დღეებში საქართველოს მთავრობა მზად არის, მივიდეს პარლამენტში და ყველა აქტუალურ კითხვას გასცეს პასუხი
გიორგი გახარია: უახლოეს დღეებში საქართველოს მთავრობა მზად არის, მივიდეს პარლამენტში და ყველა აქტუალურ კითხვას გასცეს პასუხი
11:35 21.05.2020
ჩვენ გვესმის, რომ საზოგადოებაში არის დაგროვილი გარკვეული შეკითხვები მთავრობის მოქმედების სხვადასხვა მიმართულებით. საბოლოო ჯამში, ეს საკითხები ეხება იმას, თუ როგორ მართავდა მთავრობა ქვეყანას ამ ორი თვის განმავლობაში. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, ეს განმარტებები გავაკეთოთ პარლამენტის ტრიბუნიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მან უკვე გაუგზავნა წერილი პარლამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს მთავრობა მზად არის, მივიდეს პარლამენტში და ყველა აქტუალურ კითხვას უახლოეს დღეებში გასცეს პასუხი.

„ყველას გვესმის, რომ ქვეყანა 21 მარტიდან 23 მაისამდე ცხოვრობდა საგანგებო მდგომარეობის პირობებში. საგანგებო მდგომარეობა ითვალისწინებს გარკვეულ დამატებით ანგარიშვალდებულებებს მთავრობის მხრიდან. ჩვენ გვესმის, რომ საზოგადოებაში არის დაგროვილი გარკვეული შეკითხვები. მთავრობის მოქმედების სხვადასხვა მიმართულებით. საბოლოო ჯამში, ეს საკითხები ეხება იმას, თუ როგორ მართავდა მთავრობა ქვეყანას ამ 2 თვის განმავლობაში. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, ეს განმარტებები გავაკეთოთ პარლამენტის ტრიბუნიდან. მე უკვე გავუგზავნე წერილი პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტს, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, მივიდეს პარლამენტში და ყველა აქტუალურ კითხვას უახლოეს დღეებში გასცეს პასუხი. რა თქმა უნდ, ჩვენ, ვინც ამ პროცესში ვიყავით ჩართულები, მივალთ პარლამენტში და ყველა იმ შეკითხვას, რომელიც არსებობს მთავრობის წინაშე, პასუხს გავცემთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის მეთაურის თქმით, მთავრობის მიზანია, გაგრძელდეს საკონსტიტუციო პროცესი.

„ჩვენი მიზანი გახლავთ, გაგრძელდეს საკონსტიტუციო პროცესი. ჩვენი მიზანი არის ეფექტური, წარმატებული, მშვიდი და დემოკრატიული არჩევნები. ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა და საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ ჩაატაროს წარმატებული, სრულად ღია, დემოკრატიული არჩევნები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა