logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
რომან კაკულია: საქართველოს მოსახლეობას არავითარი სურვილი არ აქვს ხელისუფლებაში ჰყავდეს ძალა, რომელიც ატერორებს ოპონენტებს და ამისთვის 2012 წელს თავი გადადო ამომრჩეველმა
რომან კაკულია: საქართველოს მოსახლეობას არავითარი სურვილი არ აქვს ხელისუფლებაში ჰყავდეს ძალა, რომელიც ატერორებს ოპონენტებს და ამისთვის 2012 წელს თავი გადადო ამომრჩეველმა
14:37 16.05.2020
“ფაქტობრივად, არავინ კითხულობს, რას ფიქრობს საქართველოს მოსახლეობა, განიხილავს თუ არა საქართველოს მოსახლეობა ამ ადამიანებს პოლიტპატიმრებად. ამიტომ არავის აქვს უფლება, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე საქართველოს მოსახლეობის პოზიციის გამოხატვის გარეშე ასეთი ტიპის დასკვნები გააკეთოს”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.

რომან კაკულია 8 მარტის შეთანხმებას და აღნიშნულთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებებს გამოეხმაურა.

„ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან საჭიროა როგორც ევროკავშირის მხარდაჭერა, ასევე ყველა ჩვენი პარტნიორის მხარდაჭერა, თუმცა ეს ძალიან რთული საკითხია, რამდენადაც, როგორც ჩანს, გაცილებით უფრო სიღრმისეულ პრობლემებთან გვაქვს საქმე და ეს პრობლემები კი შემდეგია: თუ ბატონი კუბილიუსი, მიუხედავად მისდამი, პირველ რიგში, მისი თანამდებობიდან გამომდინარე პატივისცემისა, ფიქრობს, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები დამოკიდებულია ამაზე, თუ იმ სამი ადამიანის პოლიტიკურ პატიმრად აღიარება არის ასეთი მნიშვნელოვანი, მაშინ ძალიან სერიოზულ პრობლემასთან გვქონია საქმე, როგორც ჩვენი დამოუკიდებლობის რეალური ხარისხის თვალსაზრისით, ასევე ჩვენთან, ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესების სერიოზულად აღქმის თვალსაზრისით, თავად ევროკავშირის მიერ.

ფაქტობრივად, არავინ კითხულობს, რას ფიქრობს ამაზე საქართველოს მოსახლეობა, განიხილავს თუ არა საქართველოს მოსახლეობა ამ ადამიანებს პოლიტპატიმრებად. ამიტომ არავის აქვს უფლება, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე საქართველოს მოსახლეობის პოზიციის გამოხატვის გარეშე ასეთი ტიპის დასკვნები გააკეთოს, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობას არავითარი სურვილი არ აქვს, ხელისუფლებაში ჰყავდეს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ატერორებს თავის ოპონენტებს, რადგან ასეთი მოცემულობის შეცვლისათვის 2012 წელს ფაქტობრივად თავი გადადო მთელმა საქართველომ და ყველაფერი გააკეთა, რომ ეს მოცემულობა შეცვლილიყო. ამიტომ ვფიქრობ, ჩვენ ძალიან რთულ თემასთან გვაქვს საქმე“,- განაცხადა რომან კაკულიამ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა