„ოპოზიციის პიარულ თავხედობაზე საზოგადოებას დარწმუნებული ვარ არჩევნებში და მანამდეც თავისი
რეაქცია ექნება. ჩვენ ყველა შემთხვევაში ვეცდებით მაქსიმალურად, რომ მყარი გარანტია გვქონდეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მათი ამ პიარული თავხედობის გამო არ ჩავარდეს“,-ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მამუკა მდიმნაარაძის განცხადებით, ხელისუფლება ოპოზიციის გარეშეც შეძლებს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, ხოლო ოპოზიციას მათი „პიარული თავხედობის“ გამო საზოგადოება გასცემს პასუხს.
„ძალიან კარგი იოქნებოდა, რომ მეტი გარანტიისათვის ყველა ოპოზიციური ძალის ხმები ყოფილიყო და მათ დაეჭირათ მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის. ეს იქნებოდა მყარი გარანტია იმისათვის, რომ არც ერთ შემთხვევაში, ერთი პროცენტიც კი არ იქნება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდეს, მაგრამ მათ გარეშეც, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების მხარდაჭერას ჩვენ შევძლებთ, იმიტომ, რომ ჩვენი გუნდი ფაქტიურად მთლიანად უჭერს მხარს და ამას გარდა დამოუკიდებელი ფაქციები და დეპუტატები, მათ შორის, საუბარია ჩვენგან გასულ დეპუტატებზე უჭერენ მხარს. მე ვფიქრობ, ეს ხმები საკმარისი იქნება, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პიარული თავხედობაა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ის, რომ როდესაც ისინი ამბობდნენ, რომ საზოგადოების დაკვეთაა მაქსიმალურად მიახლოებული სისტემა პროპორციულთან და დღეს ამბობენ, რომ ჩვენ გავდივართ ამ შეთანხმებიდან და მხარს არ დავუჭერთ, ამაზე საზოგადოება გასცეთ პასუხს“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.