logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართა
პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართა
21:10 15.05.2020
„როგორც კი საგანგებო მდგომარეობის საკითხი ჩამოყალიბდება, კომიტეტი გამართავს შეხვედრას ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ. თუმცა, დეტალებზე საუბარი მხოლოდ ბიუჯეტის წინასწარი განხილვის დროს იქნება შესაძლებელი.

ამ მომენტში ძნელია იმის თქმა, ეკონომიკაში რა ტენდენციას აირჩევს მთავრობა, რა პროგრამებზე იტყვის უარს, რომელ პროგრამებს შეზღუდავს და იტყვის, რომ არ არის რელევანტური. როგორ გაიყოფა დაზოგილი და დახმარების სახით შემოსული თანხები, სოციალურ დახმარებასა და ეკონომიკის სტიმულირების თემას შორის, ეს არის მთავარი გადასაწყვეტი. ერთი წლის შემდეგ რომ გადავხედავთ იმ ნაბიჯებს, რასაც ახლა ვდგამთ და შევაფასებთ, ვთქვათ, რომ ყველაზე მეტი თანხა ჩვენ დავხარჯეთ იმ ინდუსტრიაში, რომელსაც ყველაზე მეტი შემოსავლის მოტანა შეეძლო და არა იმაში, რასაც მეტი შემოსავალი მოჰქონდა ადრე“, - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ დღეს კომიტეტის სხდომაზე, სადაც ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ პოსტკრიზისული ეკონომიკური გეგმის შემუშავებაში კომიტეტი ფართოდ უნდა იყოს ჩართული და დეტალურად განიხილავდეს მის პარამეტრებს.

დისკუსიის დასრულების შემდეგ, კომიტეტმა სათითაოდ მოუსმინა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი სერგო შავგულიძის, ვახტანგ აბაშიძისა და თამარ ჭელიძის კანდიდატურებს.

კითხვა-პასუხის ამოწურვის შემდეგ, კენჭისყრა გაიმართა და კომიტეტმა 9 ხმით ერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ვახტანგ აბაშიძის კანდიდატურას.

სხდომაზე კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა კანონპროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში ცვლილების შესახებ.

კანონპროექტის მიხედვით, განხორციელდება ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შერწყმა ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში შემავალი ქონების ეროვნულ სააგენტოსთან.

მას გადაეცემა მომსახურების სააგენტოს ფუნქცია-მოვალეობები და ჩაითვლება მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ.

კანონპროექტის მომზადების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ფუნქციების ერთი ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციის ქვეშ მოქცევა, სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასთან, სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული თვისობრივად ერთგვაროვანი ფუნქციების ოპტიმიზაციის საჭიროებიდან გამომდინარე. კანონპროექტი მუხლობრივად განსახილველად წარმოადგინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ენუქიძემ.

მეორე მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისი თანმდევი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც 171 კანონპროექტს მოიცავს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა განმარტა, რომ კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს 2014 წლის 5 თებერვალს მიღებული ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა და კოდექსში არსებული ტერმინოლოგიური და შინაარსობრივი ხარვეზების გასწორება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრული გამიჯვნა და ერთგვაროვანი ტერმინოლოგიის დამკვიდრება მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებით არსებულ სამართლებრივ აქტებში.

რამდენადაც კოდექსში არსებული ტერმინოლოგიური და შინაარსობრივი უზუსტობები წარმოადგენს დამაბრკოლებელ გარემოებას ერთგვაროვანი ტერმინოლოგიის დამკვიდრების და სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებათა სრულად გამიჯვნისათვის.

აღნიშნული ტერმინილოგიური ხასიათის ცვლილების გარდა, კოდექსში ხორციელდება მთელი რიგი შინაარსობრივი ცვლილებები, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება გარკვეული საკითხებისა და რეგულაციების დაზუსტება და შემოღება.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტთა პაკეტს, რაც შესაბამისად აისახება კომიტეტის სავალდებულო დასკვნაში.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა დავით გაბაიძემ მეორე მოსმენით განსახილველად გამოიტანა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

მომხსენებლის თქმით, წარმოდგენილი ცვლილებით მოხდება ავტონომიური რესპუბლიკების 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების სამეთვალყურეო საბჭოს შექმნაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს განსაზღვრა და საბჭოს წევრების დაკომპლექტების წესის, ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საკითხების საკანონმდებლო დონეზე რეგულირება და ავტონომიური რესპუბლიკების 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების ლიკვიდაციის წესის მიღებაზე ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების განსაზღვრა.

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კომიტეტზე განსახილველად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა წარადგინა.

მისი თქმით, კანონპროექტით განისაზღვრება სარკინიგზო ტრანსპორტით საზოგადოებრივი მომსახურების წესები და პირობები, რაც გულისხმობს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს უფლებამოსილების დადგენას, კომპეტენტურ ორგანოსა და სარკინიგზო სამგზავრო ოპერატორს შორის ხელშეკრულების გაფორმების წესსა და პირობებს, რომელთა საფუძველზეც სარკინიგზო ოპერატორს დაეკისრება საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულება და რის სანაცვლოდაც იგი მიიღებს კომპენსაციას კომპეტენტური ორგანოსგან.

პროექტი ასევე განსაზღვრავს საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, სარკინიგზო ოპერატორის შერჩევის პროცესს და მეთოდებს, სარკინიგზო ოპერატორთან გასაფორმებელი ხელშეკრულების შინაარსს.

ასევე, პროექტის თანახმად, იქმნება საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებისა და საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაციის განსაზღვრის წესის დამტკიცების საკანონმდებლო საფუძველი.

მომხსენებელმა ასევე განაცხადა, რომ „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ შესაბამისად, საქართველომ უნდა უზრუნველყოს საზოგადოებრივი სამგზავრო სარკინიგზო ტრანსპორტის მომსახურებების შესახებ დებულებების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვა, რასაც ასევე ემსახურება აღნიშნული ცვლილება.

კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის მიხედვითაც საჰაერო კოდექსს ემატება ტერმინის „ეკიპაჟიანი იჯარის“ განმარტება. კერძოდ, კანონში აისახება, როგორც „ეკიპაჟიანი იჯარა - საჰაერო ხომალდის სარგებლობის უფლებით გადაცემა, საჰაერო ხომალდის ეკიპაჟთან ერთად“.

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც კომიტეტში განსახილველად ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

მისი განმარტებით, ეს არის მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ნაწილი, რომლის მიღება აუცილებელია ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების გათვალისწინებით, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირებისათვის საგადასახადო ვალდებულების შესრულების გადავადების და საგადასახადო შეღავათების დაწესების მიზნით.

პროექტის მიხედვით, 2020 წლის 1 მაისიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში, დამქირავებელი უფლებამოსილია შეიმციროს (ბიუჯეტში არ შეიტანოს) დაქირავებულისთვის 750 ლარამდე გაცემული ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს. ხსენებული შეღავათი არ გავრცელდება საბიუჯეტო ორგანიზაციაზე, საქართველოს ეროვნულ ბანკზე, ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოზე, საწარმოზე, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი და ამავე საწარმოს დაფუძნებულ/შვილობილ საწარმოზე, თუ ეს საწარმო მის მიერ დაფუძნებულ/შვილობილ საწარმოში აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს.

მომხსენებელმა ასევე აღნიშნა, რომ თუ დეპუტატები მხარს დაუჭერენ, ასეთივე საშეღავათო პირობები სასტუმროებსაც შეეხება, რაც შესაბამისად აისახება იმავე კანონპროექტში.

კომიტეტმა განიხილა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი ხელშეკრულებები, „2011 წლის 1 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 2)“ N6 ცვლილების წერილი-შეთანხმება“ და ასევე, „2017 წლის 12 ივნისის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი)“ N2 ცვლილების წერილი-შეთანხმება.

საკითხების ამოწურვის შემდეგ კენჭისყრა გაიმართა და კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს განხილული საკითხების პლენარულ სხდომაზე გატანას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა