logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში აკვაკულტურის შესახებ კანონპროექტი ონლაინ რეჟიმში განიხილეს
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში აკვაკულტურის შესახებ კანონპროექტი ონლაინ რეჟიმში განიხილეს
21:08 15.05.2020
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში აკვაკულტურის შესახებ კანონპროექტის საჯარო განხილვა, პანდემიიდან გამომდინარე, ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

შეხვედრის ტრანსლირება კომიტეტის ფეისბუქის გვერდზე ლაივ რეჟიმში მოხდა.

დისკუსიას კანონპროექტთან დაკავშირებით პირდაპირ ეთერში ამ კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი უძღვებოდა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მანამ, სანამ კანონპროექტი მეორე მოსმენით გავა კომიტეტის სხდომაზე, იგი საზოგადოების მაქსიმალურად ფართო ჩართულობით განვიხილოთ“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ამ ონლაინ-შეხვედრის მიზანი იყო მოსახლეობის ფართო ფენებისთვის, დაინტერესებული საზოგადოებისთვის კანონპროექტის წარდგენა და მასთან დაკავშირებით ვრცელი ინფორმაციის მიწოდება, ამასთანავე კითხვებზე პასუხის გაცემა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა, კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორთან ერთად წარმოადგინა კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით უნდა განიხილოს.

როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, ფაქტია, რომ საქართველოში აქამდე არ არსებობდა აკვაკულტურის განვითარებისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, ხოლო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ ინიცირებული კანონპროექტით კი ჩამოყალიბდება სამართლებრივი ჩარჩო, რომლითაც შესაძლებელი იქნება აკვაკულტურის წახალისება და განვითარება.

აკვაკულტურა არის წყლისა და მიწის რესურსების ეფექტიანად გამოყენება, ბუნებრივი და ხელოვნური წყალსატევების დათევზიანება ეკოსისტემის შესაბამისად. 2018 წლის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში 2400 ტონა აკვაკულტურის პროდუქცია იწარმოება, რაც ჩვენი ქვეყნის რეალური პოტენციალის მინიმუმს წარმოადგენს.

კანონპროექტის ინიციატორების განცხადებით, სამართლებრივი ჩარჩოს მოწესრიგება საშუალებას იძლევა, რომ ეს მაჩვენებელი გავაათმაგოთ და ხელი შევუწყოთ პროდუქციის როგორც ადგილობრივ ბაზარზე გასაღებას, ასევე საექსპორტოდ მომზადებას.

„კანონის მიღების შემთხვევაში, იგი ქმნის ბაზას საიმისოდ, რომ ქვეყანამ კონკურენტუნარიანი პროდუქცია აწარმოოს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ინიციატორების განცხადებით, აკვაკულტურის პროდუქციის ევროპულ ბაზარზე გატანის შესაძლებლობას ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ქმნის. აღსანიშნავია ისიც, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვას და აკვაკულტურის წარმოებით დაინტერესებული პირებისთვის მრავალწლიან სანებართვო პირობებს.

პარლამენტმა კანონპროექტი „აკვაკულტურის შესახებ“ პირველი მოსმენით 17 მარტს მიიღო.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა