logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი კახიანი: საქართველოში დღეს პოლიტიკური პატიმრები არ არიან, ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ ის დრო, როდესაც პოლიტპატიმრები იყვნენ
გიორგი კახიანი: საქართველოში დღეს პოლიტიკური პატიმრები არ არიან, ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ ის დრო, როდესაც პოლიტპატიმრები იყვნენ
19:16 15.05.2020
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ, ასევე შესაბამისი ანალიზი კეთდება იმ შეფასებებზე და განცხადებებზე, რომლებსაც ჩვენი მეგობრების მხრიდან ბოლო პერიოდში ვისმენთ და ჩვენ მას როგორც რჩევა ისე ვიღებთ. ის შეფასებები, რომლის მიხედვით საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არსებობენ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ ვეთანხმებით და გვახსოვს ისიც, რომ მსგავსი შეფასებები კეთდებოდა ადრეც, მაგალითად 2013 წელი რომ გავიხსენოთ ახალაიასთან, მერაბიშვილთან მიმართებაში მათაც როგორც პოლიტპატიმრებს ისე მოიხსენიებდნენ. ასე რომ, მსგავსი რამ ადრეც იყო, ამას ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირებები მოყვება. საქართველოში დღეს პოლიტიკური პატიმრები არ არიან, ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ ის დრო, როდესაც პოლიტპატიმრები იყვნენ. თუმცა საყურადღებოა ჩვენი მეგობრების განცხადება და ჩვენ ამას ყურადღებით ვეკიდებით. შემთხვევითი არ იყო, როდესაც ევროპარლამენტარებს შევთავაზეთ შეექმნათ კომისია და სწორედ ამ კითხვასთან დაკავშირებით, რომლებიც შეიძლება გააჩნდეთ მათ ე.წ. პოლიტპატიმრებთან მიმართებაში, ჩამოსულიყვნენ აქ და ბუნებრივია, ადგილზე იქნებოდა მეტი შესაძლებლობა, რომ სწორი ინფორმაცია მიეღოთ და გაეკეთებინათ შეფასებები და დასკვნები“, - განაცხადა გიორგი კახიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ საარჩევნო რეფორმასა და საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 120/30 საარჩევნო მოდელი ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯებიდან გამომდინარე შეიქმნა, ხოლო ოპოზიციის მონაწილეობა კი დესტრუქციაში აისახებოდა, ნაცვლად რაიმე კონსტრუქციული მიდგომისა.

„დღეს ოპოზიციის შეფასებები არის არათანიმდევრული და არაადეკვატურიც. კურიოზია, აბსურდია სხვა თუ არაფერი, როდესაც საუბრობენ, რომ მაშინ როდესაც ხელისუფლება ვამბობთ, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ საარჩევნო სისტემას მხარს დავუჭერთ და ოპოზიცია ამბობს, რომ ისინი ამას მხარს არ დაუჭერენ და თითქოს ჩვენ ვაპირებთ საარჩევნო სისტემის ჩაგდებას, ეს ხომ სრული აბსურდია, ამას ელემენტარული ლოგიკა ჭირდება, რომ მიხვდე ვინ რა როლს თამაშობს ამაში.



მინდა საზოგადოებას მივმართო და ავღნიშნო, რომ ძალიან მარტივი დაკვირვებაა საჭირო, იმისთვის რომ გაირკვეს ვინ მართალს ამბობს და ვინ სტყუის. ჩვენ ვართ იმ შეთანხმების ერთგულნი და ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს, რაც იქნება საჭირო რათა კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემის ცვლილება განხორციელდეს. თუ ოპოზიცია შესაბამის გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი არ არიან მზად მიიღონ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და ეს ცხადია იქნება მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა“ - აღნიშნა გიორგი კახიანმა.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა