logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
17:07 12.05.2020
საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების მორიგი სამმხრივი შეხვედრა, ონლაინ რეჟიმში გაიმართა. აღნიშნული ფორმატის ფარგლებში შეხვედრები 2014 წლიდან ტარდება. წელს მისი ჩატარება თბილისში იყო დაგეგმილი, რაც კოვიდ 19-ით გამოწვეული ვითარების გამო ვერ მოხერხდა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია, თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ვოლქან ბოზქირი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის საგარეო და საპარლამენტთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე, სამად სეიდოვი.

კომიტეტის თავმჯდომარეებმა რეგიონში არსებული ვითარება, სამმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს.

მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო პანდემიის თვალსაზრისით საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქეთში არსებული ვითარების და საპასუხოდ გატარებული ზომების განხილვას. ხაზი გაესვა ამ სფეროში სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამხრეთ დერეფნის ფარგლებში სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებზე საუბარს - როგორც სამი ქვეყნის ეკომონიკური განვითარებისთვის, ასევე, ამ ქვეყნების და ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის ამ პროექტების მნიშვნელობას და ამ კუთხით თანამშრომლობის განმტკიცების შესაძლებლობებს.

განიხილეს სამ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო და ტურიზმის სფეროში არსებული თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობის განსაკუთრებული როლი პოსტკრიზისულ პერიოდში, სამი სტრატეგიული პარტნიორის ეკონომიკის შესაბამისი დარგების ნორმალური ფუნქციონირებისა და მდგრადი განვითარებისთვის.

მხარეებმა გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსა და აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, აღნიშნეს კონფლიქტების სწრაფი მშვიდობიანი გადაწყვეტის მნიშვნელობა საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების, კერძოდ, სახელმწიფოთა სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის შესაბამისად, რაც ასევე აღნიშნულია საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების მიერ ხელმოწერილ 2018 წლის 28 თებერვლის ანკარის პროტოკოლში. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ არ აღიარებენ აფხაზეთის, ცხინვალის და მთიანი ყარაბაღის რეგიონებში ჩატარებულ უკანონო ე.წ. არჩევნებს.

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს სამმხრივი შეხვედრების ფორმატის მნიშვნელობა სამ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის და მისი შემდგომი განმტკიცების კუთხით.

საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების რიგით მე-6 სამმხრივი შეხვედრა თურქეთში გაიმართება.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა