logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია მეზვრიშვილი: გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და ღია მმართველობა ჩვენთვის კრიზისის მართვის სტრატეგიის ფუნდამენტური პრინციპებია
ნათია მეზვრიშვილი: გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და ღია მმართველობა ჩვენთვის კრიზისის მართვის სტრატეგიის ფუნდამენტური პრინციპებია
19:10 11.05.2020
საგანგებო მდგომარეობის დროს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მნიშვნელობაზე, გამოწვევებსა და საქართველოს მთავრობის მიდგომაზე ისაუბრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა ვიდეოკონფერენციისას, რომელიც ღია მმართველობის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრისას ხაზი გაესვა მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას - მოქალაქეებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალების დანერგვით.

ნათია მეზვრიშვილმა ვრცლად ისაუბრა ღია მმართველობის განახლებულ პროცესზე და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მიერ ღია მმართველობის პრინციპების შეუქცევადი მხარდაჭერა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კრიზისული სიტუაციის შედეგად გამოწვეული დაყოვნების მიუხედავად, მთავრობა ღია მმართველობა - საქართველოს ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით აქტიურად თანამშრომლობს სამოქალაქო საზოგადოებასთან და მზადაა ამ კუთხით კონსულტაციების ახალი ეტაპის გამართისთვის.

ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და ღია მმართველობა სახელმწიფოს მიერ კრიზისის მართვის სტრატეგიის ფუნდამენტური პრინციპებია. მისივე თქმით, მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს განვითარების პარტნიორებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რათა გატარებული ზომები საზოგადოების მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს პასუხობდეს.

ღია მმართველობის კვირეულის ფარგლებში ორგანიზებულ ციფრულ ფორუმში, რომლის თემაც პანდემიის გათვალისწინებით არის - Open Response, Open Recovery, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) წევრი ქვეყნები მონაწილეობენ. ინიციატივას უერთდება საქართველო.

ღია მმართველობის პარტნიორობა საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც 78 ქვეყანას აერთიანებს. მისი მიზანია მთავრობათა ღიაობის, ანგარიშვალდებულებისა და მთავრობის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა